დახურვა
სტილი
02.11.2022

ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა მსახიობ თამარ მაყაშვილსა და მიყ ყოფილ სიძეზე, ასევე მსახიობ ბესო ზანგურზე სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ ცხოვრება ბუმერანგია.

"ისე სამართალი მოითხოვს აღინიშნოს რომ მსახიობ ბესო ზანგურზე ისეთი ბულინგი იყო მაყაშვილების მხრიდან და მერე სრულიად შეშლილი ერი დაესია, სპექტაკლებიდანაც მოხსნეს ბესო და რუსთაველის თეატრიდან გააგდეთოო კიოდნენ, ხოდა ბუმერანგი როა ეს ცხოვრება რით ვერ გაიგო ამ ხალხმა რიით!

პ.ს. ნამდვილად ზედმეტი იყო თამარ მაყაშვილის ბათუმის თეატრის სპექტაკლიდან მოხსნა, არ ვეთანხმები,ქალმა ბოდიში მოიხადა იმ გამონათქვამზე და ეს საკმარისი იყო, ნუ დამესევით ახლა მეეც სიმართლე მწარეა", - წერს ჯღარკავა.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ ერთ-ერთი სტუმარი მსახიობი თამარ მაყაშვილი იყო, რომელმაც მან პირდაპირ ეთერში ასეთი ფრაზა წარმოთქვა: „გავიხედე და კატოს აცვია ხულელი ბავშვით, ეს საშინელი, ბეშუმური კაბა”.

მოგვიანებით, მსახიობმა ნათქვამის გამო ბოდიში მოიხადა. 1-ელ ნოემბერს ცნობილი გახდა ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მაყაშვილი მის მიერ გამოთქმულის გამო, რეპერტუარიდან ჩახსნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×