დახურვა
სტილი
04.11.2022

ქართული სატელევიზიო პროექტის, „პრაიმ ჰაუსის" ერთ-ერთი მონაწილე, მერსი სულხანიშვილის სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც შსს-ს გამოძიების დაწებას სთხოვს.

„პრაიმ ჰაუსში" გასულ გუშინდელ ეპიზოდს, სადაც ინსტაგრამის გაუქმებას ემოციურად განვიცდი, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ვისთვისაც სოციალური ქსელი მხოლოდ ლამაზი სურათების გამოქვეყნების და ახალი ამბების გაგების საშუალებაა, მათი რეაქცია მესმის ამ ეპიზოდზე, მაგრამ ვინც იცის რა დატვირთვა აქვს თანამედროვე ეპოქაში სოციალურ ქსელს ინფლუენსერისთვის მათგან მიკვირს ეს გულრგილი და ირონიული დამოკიდებულება.

დღევანდელ ეპოქაში ინტერნეტის სხვადასხვა პლატფორმების საშუალებით ბევრი რაღაც გამარტივდა, რაშიც დამეთანხმებიან ჩემი კოლეგებიც, ვინც სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობენ და ამაში ანაზღაურებას იღებენ.

რამდენიმე წლის წინ, ერთი პატარა შეცდომის გამო, ინტერნეტ-სივრცეში დიდი ბულინგის მსხვერპლი გავხდი და მას შემდეგ სამსახურიც დავკარგე ტელევიზიაში. შესაბამისად ჩემი შემოსავლის წყარო ამ ეტაპზე იყო ინსტაგრამი, მე სისტემატიურად ვთანამშრომლობ სხვადასხვა კომპანიებთან და ინსტაგრამის პირად გვერდზე ვაქვეყნებდი რეკლამებს, რაშიც ვიღებდი საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას. ასევე, უსასყიდლოდ ვეხმარებოდი სტარტაპერებს და ა.შ.

ჩემი წარმომადგენელი ორი დღეა მეტასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და ცდილობს დროულად დამიბრუნდეს ჩემი ინსტაგრამი, გვაქვს ინფორმაცია რომ დამარეპორტეს, იმ შემთხვევაში თუ არ დამიბრუნდება დროულად ჩემი პროფილი მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვ გამოძიების დაწყებას, ბოლომდე მივიყვან ამ საქმეს.

ვიცი ყველას ვერ მოვეწონები, მაგრამ არ დამიმსახურებია თამაშის გამო, ასეთი ბოროტება და შემოსავლის გარეშე დატოვება", - წერს სულხანიშვილი.

წყარო: „tia.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×