დახურვა
სტილი
11.11.2022

ქართული პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანიის „აიისა"-ს დამფუძნებელმა, ანანია გაჩეჩილაძემ ერთ-ერთი არხის სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ პრეზერვატივებით საკმაოდ მცირე ასაკში დედა ათამაშებდა და ბუშტის ნაცვლად სახლში ამ ნივთს ბერავდნენ.

"ბავშვობიდან მჭიდრო კავშირი და ბევრნაირი კვეთა მქონდა პრეზერვატივებთან. ამიტომაც ჩემი დამოკიდებულება მაქვს პრეზერვატივების მიმართ... დედა გვიბერავდა ხოლმე და ვთამაშობდით. როცა სხვა ფერადი ბუშტები არ იყო, დედაჩემი გამოსავალს პოულობდა და იმას ბერავდა, რაც გვქონდა. მეცამეტე სართულზე ვცხოვრობდით, არც დენი იყო, ვერც ვერსად გავდიოდით და მაღაზიაში ბუშტზე ჩასვლა ბევრად დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, ვიდრე საკუთარი მცირეწლოვანი შვილებისთვის ძალიან ლოგიკურად ამ ნივთის გამოყენება და მისი შინაარსის განმარტება, რაც შემდეგ გამომადგა ცხოვრებაში. შემთხვევით არ მითქვამს, რომ პატარაობიდანვე მჭიდრო კავშირი მაქვს პრეზერვატივთან. ფაქტიურად ეგ ვარ არსით. არ მიხუმრია, მართლა სერიოზულად ვამბობ, ბავშვობიდან ბევრი ისტორია მაქვს პრეზერვატივებზე. მათ შორის ძალიან მცირე ასაკშიც", - განაცხადა ანანია გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, კომპანია საქართველოში 2017 წლიდან მოქმედებს.

წყარო - "ინტერმედია"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×