დახურვა
სტილი
29.11.2022

და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ცოლს, სო­ფია ჩი­ქო­ვანს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ნაკ­ლე­ბად იც­ნობს. წყვი­ლი წლე­ბია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია და სამ შვილს ზრდის. სო­ფიო ჩი­ქო­ვა­ნი 2000-2003 წლებ­ში "AES თე­ლა­სის" გამ­რი­ცხვე­ლი­ა­ნე­ბის პრო­ექ­ტის ოფის­მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და. 2003-2004 წლებ­ში კი შპს "კო­ნექ­ტე­კის" ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის ასის­ტენ­ტად. 2004 წლი­დან მუ­შა­ობ­და შპს "ინ­ტერმ­შენ კომ­პა­ნის" მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რად, იმ­ჟა­მად მისი ხელ­ფა­სი 1000 ლარი იყო.

კე­ზე­რაშ­ვი­ლის ცო­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი მე­დი­ა­ში წლე­ბის წინ სკან­და­ლუ­რად გახ­მა­ურ­და. 2009 წლის 26 აპ­რილს თბი­ლის­ში, სან­დრო ეუ­ლის ქუ­ჩა­ზე, ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა ჩა­მო­ინ­გრა... ეს დღე საკ­მა­ოდ ტრა­გი­კუ­ლი აღ­მოჩ­ნდა "რუს­თა­ვი 2"-სთვის. შე­ნო­ბის ერთი ფლი­გე­ლი, რო­მელ­შიც სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტი "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მია" მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მი­წას­თან გას­წორ­და. ნგრე­ვას ტე­ლე­ვი­ზი­ის ორი თა­ნამ­შრომ­ლის ნიკა გე­ლაშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. მა­შინ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ბოდ­რუ­მი­დან ახალ­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც მი­ვი­და და შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს 10-დღი­ა­ნი ვადა მის­ცა იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რამ გა­მო­იწ­ვია უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა.

სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს ობი­ექ­ტზე ერთ-ერთი კომ­პა­ნია აწარ­მო­ებ­და. მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი კი სო­ფიო ჩი­ქო­ვა­ნი და გიგა ბო­კე­რი­ას ცო­ლის­და - რუ­სუ­დან ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი იყ­ვნენ. ნიკა გე­ლაშ­ვი­ლის დედა და მე­უღ­ლე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უშე­დე­გოდ ითხო­ვენ საქ­მის სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ძი­ე­ბას. იბეჭ­დე­ბო­და მე­დი­ა­ში სტა­ტი­ე­ბი, თუმ­ცა რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხი ამ­ბობს, "დამ­ნა­შა­ვე" მხო­ლოდ "პრა­რა­ბი" აღ­მოჩ­ნდა.

2014 წლის იან­ვარ­ში, ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი­სა და სო­ფია ჩი­ქო­ვა­ნის ოჯა­ხე­ბი მე­გობ­რობ­დნენ, ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა:

"ჰოდა, აი ასე, ფი­ნან­სუ­რი­დან მეწ­ვივ­ნენ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი. ჩემი დის კომ­პა­ნი­ას ჩემს გვერ­დზე სა­დარ­ბა­ზო­ში ჰქონ­და ოფი­სი ნა­ქი­რა­ვე­ბი და გა­და­წყვი­ტეს, რომ ჩემს ბი­ნას­თან იყო კავ­შირ­ში. ჩემი დის კომ­პა­ნი­ა­ში შე­ვიდ­ნენ დღეს დი­ლით - კე­ზე­რაშ­ვი­ლის ცოლი და ჩემი და არი­ან დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი. ალ­ბათ კე­ზე­რაშ­ვილ­ზე უნ­დათ კომ­პრო­მა­ტი. რა უნდა იპო­ვონ, არ ვიცი - ყვე­ლაფ­რის აუ­დი­ტი გა­ა­კე­თეს შარ­შან, ამ დროს სა­ლა­რო აპა­რა­ტი თქვენს ბი­ნა­ში ჰქონ­დათ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლიო, პა­სუ­ხი რომ მი­ი­ღეს, მა­ლე­ვე წა­ვიდ­ნენ - ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ხალ­ხი იყო. ქალი და კაცი", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

ა.წ. სექ­ტემ­ბერ­ში ქარ­თულ მე­დი­ა­ში კი­დევ ერთხელ გა­მოჩ­ნდა სო­ფია ჩი­ქო­ვა­ნის გვა­რი. მა­შინ "დრო­ას" ლი­დე­რის, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას "ფე­ის­ბუქპოსტზე" ნიკა მე­ლი­ას მი­სა­მარ­თით და­წე­რა:

"აქვე გე­ტყვი, რომ რაც ილა­პა­რა­კა სულ მო­ი­ტყუა, რა­ღაც­ნა­ი­რი სა­ცო­და­ო­ბა იყო..."

რას საქ­მი­ა­ნობს ახლა სო­ფია ჩი­ქო­ვა­ნი? - ის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კოს­მე­ტი­კის ბრენ­დის, Code8-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. კომ­პა­ნი­ის სა­თავო მა­ღა­ზია ლონ­დონ­შია. ბრენ­დი კი სო­ფია ჩი­ქო­ვან­მა, თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ ნა­დინ აია­ჩეს­თან ერ­თად შექ­მნა.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, კომ­პა­ნი­ამ აშშ-ში წვე­უ­ლე­ბაც გა­მარ­თა. ლაქ­შე­რუ­ლი ბრენ­დის სა­ღა­მო სტუმ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე dailymail-ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მოხ­ვდა. სტა­ტი­ა­ში ნა­ხავთ სო­ფია ჩი­ქო­ვა­ნის ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც სა­ღა­მო­ზე ცნო­ბილ მო­დელ­სა და მსა­ხი­ობ ემი­ლი რა­ტა­კოვ­სკის­თან ერ­თად გა­და­ი­ღო...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×