დახურვა
სტილი
02.12.2022

ინფლუენსერი სალომე კაპანაძე საკუთარი ჩაცმის სტილით ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. სოციალურ ქსელში უამრავი სექსუალური ფოტო უდევს, რაც ბევრს ძალიან მოსწონს, თუმცა ბევრი საკმაოდ უხეში ფორმით გამოხატავს საკუთარ ანტიპათიას მისდამი.

ამჯერად მან ამ ყველაფრის შესახებ ჟურნალ "თბილისელებთან" ისაუბრა.

"პირად მიმოწერაშიც, დაახლოებით, ისე მწერენ, როგორც კომენტარებში - აქაც სტერეოტიპებს ვხვდები. ძირითადად, კაცებისგან მომდის ხოლმე სასწაული მესიჯები. ერთხელ გამოვაქვეყნე კიდეც სახელებისა და გვარების დაუფარავად, როგორ უტაქტოდ და უხამსად მწერდნენ. ბიჭებზეც არ ვსაუბრობ, ცოლშვილიან კაცებს ვგულისხმობ. ასეთ ადამიანებს საერთოდ არ ვპასუხობ."

ასევე მან ისაუბრა იმაზეც შეუთავაზებიათ თუ არა მისთვის ფული ან ძვირფასი საჩუქრები სექსის სანაცვლოდ, რომელზეც ის ასე პასუხობს:

"კი. თუმცა, პირადად რომ დამიდგეს ადამიანი და მსგავსი რამ შემომთავაზოს, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. მაგრამ მოუწერიათ და „სტავკაც" აქვთ. კონკრეტული თანხის შემოთავაზებით იწყებენ და მერე უმატებენ და უმატებენ აბა, თუ წამოვეგები. მაგრამ ამ შეტყობინენებსაც უპასუხოდ ვტოვებ. ეს არც არის და არც არასდროს იქნება ჩემი ინტერესი. ერევათ ერთმანეთში ის საქმე, რომელსაც მე ვაკეთებ და ის, რასაც ისინი მთავაზობენ - ძალიან ეშლებათ" - თქვა სალომე კაპანაძე ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრისას.

ჟურნალი "თბილისელები"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×