დახურვა
სტილი
17.12.2022

ბლოგერი, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში თავის საავტორო სიმღერის ვიდეოს აქვეყნებს.

"ჩემს პირველ საავტორო სიმღერას "მადლობა" ერქვა, ეს სახელი ჰაერიდან არ მოსულა, მადლიერება ძალიან მაგარი გრძნობაა, რომელიც ხალხს ხშირად გვავიწყდება. რაც არ უნდა ცუდი მოხდეს შემდგომში, მე სულ მადლიერი ვარ ყველაფერი კარგის, რაც იყო.

ამ კლიპს როცა ვუყურებ, კიდევ უფრო მეტად მწყდება გული. იმდენი რამ გადაგვხდა, იმდენჯერ ვედექით ერთმანეთს გვერდით, იმდენი ფერადი მოგონება შევქმენით, იმდენ რამეს ვგეგმავდით პროექტის შემდეგაც და ვერაფრით წარმომედგინა, თუ აი ასე, ერთი ხელის მოსმით უნდა გამქრალიყო ყველაფერი. თუმცა ეს ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

ეს სიმღერა და კლიპი ჩემგან საჩუქრად, იმ ლამაზი 2.5 თვისთვის... ჩავთვალოთ, რომ აი ამ ვიდეოთი ვასრულებთ და ის, რაც ბოლო კვირაში იყო - თითქოს არ ყოფილა. მადლობა და ნახვამდის", - წერს ბლოგერი.

tia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×