დახურვა
სტილი
19.12.2022

სიმღერებით, ცეკვითა და იუმორით უხვად გაჯერებულ სპექტაკლში „შეყრა“, მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობებმა, გიორგი ვარდოსანიძემ და ალეკო ბეგალიშვილმა კოლეგების, კახა კინწურაშვილისა და თორნიკე გოგრიჭიანის მისამართით გავრცელებულ კრიტიკას, იუმორისტული ფორმით გამოუცხადეს მხარდაჭერა.

კადრებს სპექტაკლიდან ინფლუენსერი, სოფია ღვინიაშვილი ავრცელებს.

ვიდეოს სოციალურ ქსელში არაერთი პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.

„საუკეთესო ქართველი მსახიობი///ბეგალა“

„მიყვარს თეატრი, რადგან ცოცხალია და ყველა ახალი სპექტაკლი ეხმიანება ქვეყანაში არსებულ სიტუაცია, შეფარვით, თუ პირდაპირ. კარგი იყო“

„აი, პასუხი“,- წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×