დახურვა
სტილი
23.12.2022

რუსთავი 2-ის ოპერატორი დაიღუპა. გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი ბაქარ ახვლედიანია. როგორც ცნბოილია, გარდაცვალების მიზეზი გულის პრობლემები გახდა. ოპერატორს გულის გადანერგვა სჭირდებოდა და დონორის და საოპერაციო თანხის შგროვების მოლოდინში იყო.

“ეს ბიჭი ბაქარ ახვლედიანია, იყო „რუსთავი 2“-ის ოპერატორი, დიახ იყო, სანამ გარდაიცვლებოდა.

გაინტერესებთ ალბათ რითი, როგორ, რანაირად გარდაიცვალა ხომ?!

გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა, გულის გადანერგვის მოლოდინში, უბრალოდ, დაიღალა ბიჭი და გარდაიცვალა!

ფული არ შეგროვდა საკმარისი, ტელევიზიამ თანამშრომლისთვის სიცოცხლის გადასარჩენად თანხა ვერ გაიმეტა.

ხალხმა არ იაქტიურა, სამაგიეროდ, „პრაიმჰაუსში“ შევიდა 2 მილიონზე მეტი ხმა!

დიახ… ორი მილიონი ხმა შედის რაღაც გაურკვეველ პროექტებში, პარალელურად კი სადღაც, ვიღაც სისცოცხლეს ნატრობს… სიკვდილს ებრძვის!

ეს არის ამ ქვეყნის ტრაგიზმი და უბედურება!” - წერს ალექსადრე თავის ბლოგში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×