ინფლუენსერი თი მაჭავარიანი სოციალურ ქსელსი ვიდეოს აქვეყნებს და საზოგადოებას აქამდე უცნობ ისტორიას უზიარებს.
ცნობილი ხდება, რომ თის სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობის მიღება სურდა, თუმცა ქასთინგზე უარი ტატუებისა და პირსინგების გამო უთხრეს.
"საქართველოში რომ ჩამოვედი, პირველი, რაც გავაკეთე, დავიწყე კასტინგებზე სიარული... მათ შორის, ერთ-ერთი იყო "ჩემი ცოლის დაქალების" კასტინგი.
ძალიან მოეწონათ ჩემი მონაცემები. თუმცა კასტინგ-დირექტორმა ასეთი რამე მითხრა: შენი ვიზუალის გამო, სამწუხაროდ, საქართელოში ამის იმედი არ გქონდეს, ძალიან ბევრი ტატუ და პირსინგი გაქვს იმისთვის, რომ ეკრანზე გამოჩნდეო... ძაან კი გამიტყდა, მაგრამ რა უნდა ან პირსინგის მოხსნას ან ტატუს დაფარვას",- ამბობს თი მაჭავარიანი.