დახურვა
სტილი
27.02.2023

ფიტნეს ინსტრუქტორის, მაია ხიზანიშვილისა და გია ჯაჯანიძის თოვლში საცვლების ამარა "კოტრიალის" ვიდეოს, როგორც მოსალოდნელი იყო, ვისაც არ დაეზარა, ფეისბუქზე ყველამ ენა "მიაფხანა". მაიას საცურაო კოსტიუმით თოვლში სირბილი არ აპატიეს. იქით გიას გადაწვდნენ, ეს ქალი სპორტსმენი მაინც არის და შენ თუ გადარჩი, მადლობა თქვიო.

"სხვა რაკურსის" ეთერში გასვლამდე, გაკრიტიკებული წყვილი კომენტარს "პრაიმტაიმთან" აკეთებს.

როგორც აღმოჩნდა, ცნობილი ფიტნეს ინსტრუქტორი უკვე ნეგატიურ გამოხმაურებას, ყურადღებას აღარ აქცევს. როგორც მაკა "პრაიმტაიმთან" ამბობს, ამგვარად მას შეუმდგარი ქალები პოპულარიზაციას უწევენ.

მაკა ხიზანიშვილი: თოვლში შიშველი პირველად გავედი. არც გავციებულვარ, არც სიცხე მქონია. სასტუმროში რომ შევედით, მაშინვე აუზში შევცურეთ. ამის ამსახველ ვიდეოს მოგვიანებით დავდებ. ჯერ ამ ტალღამ გადაიაროს, მეორე შოკურ დარტყმას ვამზადებ.

მთლად ასეც არ ველოდი, კიდევ მიწაში თუ ჩამდებდნენ. ჯაჯო უფრო ნერვიულობდა ამ კომენტარებზე, არ ინერვიულოო, მამხნევებდა.

აღარ ვკითხულობ. რაც მეტს დაწერენ, მით მეტი პიარი გამიკეთდება. ამით წინ მწევენ და უფრო პოპულარულს მხდიან. რატომ წავიკითხო და ნერვები რატომ მოვიშალო? ერთ ორ კომენტარს რომ წავიკითხავ და მათ ფეისბუქ პროფილს დავათვალიერებ, ვხვდები, რომ უკეთესიც არის ასეთი კომენტარი რომ დამიწერა.

თავიდან ჭირს, თორემ მერე ყველაფერს ეჩვევი.

კარგ ხასიათზე რომ ხარ, ბევრს არ უხარია, რატომღაც. რა იციან, მე რამდენს ვმუშაობ? ჰგონიათ, ვზივარ ფეხი ფეხზე გადადებული და ხან "ჯაჯოსთან" ვარ, ხან „რუსთავი 2“-ზე, "ვგულაობ". ჰგონიათ, აწყობილი მაქვს ცხოვრება. მთელი დღე სახლში სხედან და გაბოროტებულები არიან. მაგათიც მესმის. არანაირი „პრასვეტი“ რომ არ აქვთ, იბოღმებიან.

გია ჯაჯანიძე: მე წელიწადში ერთხელ, ზამთრობით სამი დღით სპეციალურად მივდივარ მთაში, ან ბახმაროში ან გუდაურში, რომ დღეში ერთი საათი ტრუსებით თოვლში ვიკოტრიალო.

სხეულმა შოკი უნდა მიიღოს. შემიძლია გაყინულ წყალში ჩავხტე. ასე ვიკაჟებ სხეულს. არ მაქვს სიცივის შეგრძნება. ჩემ ენაზე რომ ავხსნა კანის გარკვეულ შრემდე აღწევს ყინვა და იმის იქით, ორგანიზმს ტემპერატურა შენარჩუნებული აქვს.

არანაირი სურდო და გაციება არ მქონია!

ორი წლის წინ გადაცემისთვის ბახმაროში წავიყვანე ესტონელი მსახიობი და ტელეწამყვანი, კეტი უიბომაგი და ტრუსებით დიდ თოვლში დავხტოდით. ამჯერად მაკა ავირჩიე. სპორტსმენი და საინტერესო ადამიანია.

ახლა რაც შეეხება კომენტარებს, მე მათ რა ხანია ყურადღებას არ ვაქცევ. მთავარია, მე ვიყო ჯანმრთელად და თავს ბედნიერად ვგრძნობდე. სხვას არ დავეძებ. ის, ვინც ცუდ კომენტარს წერს, მან ეს გზა აირჩია, მისთვის ეს იყოს ყინული. არ დავეძებ. ამ სიბერეში სულ შიშველმა უნდა ვიგუნდაო თოვლში.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×