დახურვა
სტილი
27.02.2023

ია მა­ნი­ჟაშ­ვი­ლი რუსა მორ­ჩი­ლა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებ­ზე და­ვის წა­მო­წყე­ბას აპი­რებს. მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც 2000-იანი წლებ­ში დას­თან ერ­თად დუეტ "ემით" გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი, მე­ა­თე წე­ლია, რაც ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. იგი ამტკიცებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მის სიმ­ღე­რებს უკა­ნო­ნოდ ას­რუ­ლე­ბენ, ამის მა­გა­ლი­თი კი გელა გნო­ლი­ძის ბენ­დია. უფრო მე­ტიც, მუ­სი­კო­სის თქმით, სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ კომ­პო­ზი­ტორ­მა რუსა მორ­ჩი­ლა­ძემ ჯგუ­ფის რე­პერ­ტუ­ა­რის­თვის და­უ­წე­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვი­დან გა­ყი­და.

„2003 წელს „მზე ისევ ამო­ვა“ რუსა მორ­ჩი­ლა­ძემ ჩვენ­თვის, ჩვე­ნი შეკ­ვე­თით და­წე­რა და ჩვენ მის­გან შე­ვი­ძი­ნეთ სიმ­ღე­რა მა­შინ საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ ფა­სად. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით სიმ­ღე­რა რო­გორც კი სტუ­დი­ა­ში ჩა­ი­წე­რე­ბა და შევა მომ­ღერ­ლის ალ­ბომ­ში (რო­გორც ეს ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და), ის ხდე­ბა მომ­ღერ­ლის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბა. ავ­ტორს აღარ აქვს არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა მისი გას­ხვი­სე­ბის ჩვე­ნი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე. მაგ­რამ ქალ­ბა­ტონ­მა რუ­სუ­დან­მა ცენ­ტრ-პო­ინ­ტის ბი­ნე­ბი­ვით მე­ო­რედ და მე­სა­მედ გა­ყი­და. სიმ­ღე­რა უკა­ნო­ნოდ მი­ყი­და და­ვით დო­ი­აშ­ვილს სპექ­ტაკ­ლის­თვის ჩვე­ნი კუთ­ვნი­ლი ტექ­სტით, რო­მე­ლიც მა­ნა­ნა გურ­გე­ნი­ძეს ეკუთ­ვნის... მე­სა­მე წე­ლია ვე­რა­ნა­ირ შე­დეგს ვერ მი­ვაღ­წი­ეთ. ქალ­ბა­ტონ­მა რუსა მორ­ჩი­ლა­ძემ უკვე არ­სე­ბუ­ლი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­კუ­თა­რი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა და თა­ვის­თვის მო­სარ­გე­ბი წე­სე­ბით მოქ­მე­დებს. და­უ­კავ­შირ­და ჩვე­ნი ად­ვო­კა­ტი და უშე­დე­გოდ. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ სა­მარ­თებ­ლი­ვი დავა წა­მო­ვი­წყოთ და მივ­მარ­თოთ პირ­და­პირ სა­სა­მარ­თლოს სარ­ჩე­ლით.

სიმ­ღე­რა ბოლო წლე­ბია დათო დო­ი­აშ­ვი­ლის სპექ­ტაკ­ლის სა­უნდთრე­კია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკა­ნო­ნოდ და ჩვე­ნი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე. სპექ­ტაკ­ლი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხაც მი­დის ქალ­ბა­ტონ რუსა მორ­ჩი­ლა­ძეს­თან. მსგავ­სი უკა­ნო­ნო­ბა და უტიფ­რო­ბა მე მე­ო­რე არ ვიცი. უკვე გა­ყი­დუ­ლი სიმ­ღე­რა მე­ო­რედ გა­ყი­დო და ვი­თომც არა­ფე­რი... ეს სიმ­ღე­რა ჩემი და ჩემი დის ჯგუ­ფი „ემის“ სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი­ვი­თაა და ეს ყვე­ლამ იცის.

გელა გნო­ლი­ძე კი ეს უტიფ­რო­ბის მე­ო­რე მა­გა­ლი­თია. მან დიდი ხნის ძებ­ნის შემ­დეგ მი­პო­ვა, რათა ნე­ბარ­თვა აეღო სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. მი­თხრა, რომ ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და ჩემი მო­ძებ­ნა, თან და­ა­ყო­ლა "ბე­ბი­ე­ბის ჩა­ბა­ნით ხარ ალ­ბათ ამე­რი­კა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი რა­ღაც აღარ ჩან­ხა­რო.... შენ სიმ­ღე­რას მა­ინც აღარ აპი­რებ და მე მინ­და ვიმ­ღე­რო­ოო! ჩემ­გან კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი მი­ი­ღო. ბა­ტონ გე­ლას მინ­და ვუ­თხრა, რომ აი, მაგ „ბე­ბი­ის ჩამ­ბა­ნა­ვე­ბის“ (რო­გორც გელა გნო­ლი­ძემ უწო­და) ამე­რი­კი­დან გაგ­ზავ­ნილ ფულ­ზე დგას სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტი და ქვე­ყა­ნა! უა­რის მი­უ­ხე­და­ვად, გე­ლაც უკა­ნო­ნოდ და უნე­ბარ­თვოდ ას­რუ­ლებს ჩვენს სიმ­ღე­რას.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და რუსა მორ­ჩი­ლა­ძეს, რო­მე­ლიც ია მა­ნი­ჟაშ­ვილს სა­ავ­ტო­რო კა­ნო­ნებ­ში ჩა­ხედ­ვას ურ­ჩევს:

"ჩემი პა­სუ­ხია ასე­თი... არ გა­მი­ყი­დია ეს სიმ­ღე­რა. ეს ერთი და მე­ო­რეც, ჩა­ი­ხე­დონ სა­ავ­ტო­რო კა­ნო­ნებ­ში და იქ რა წე­რია, ადა­მი­ა­ნი ყი­დუ­ლობს ავ­ტო­რის­გან პირ­ვე­ლა­დი შეს­რუ­ლე­ბის უფ­ლე­ბას. მე ვე­რა­ვის მი­ვე­ყი­დე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ნი­ჟაშ­ვილ იას. ანუ ცა­ბა­ძემ და ლა­ღი­ძემ რომ და­წე­რა რა­ღაც, ამას მერე აღარ მღე­რი­ან სხვე­ბი და მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი მღე­რის? მე ჩემი სა­ავ­ტო­რო სა­ღა­მო­ე­ბი მაქვს, იქ მჭირ­დე­ბა ეს თემა და როცა მინ­და, რო­გორც მინ­და და რა ვერ­სი­ი­თაც მინ­და, ისე ვიმ­ღე­რებ. მა­ნი­ჟაშ­ვი­ლი კი არა, ენე­ლო რომ ჩა­მოფ­რინ­დეს უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი, ის ვერ გა­ბე­დავს, რომ ამა­ზე რამე მა­კად­როს. ძა­ლი­ან მინ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა წარ­მო­ად­გი­ნოს, სა­დაც წე­რია, რომ მე მას მი­ვე­ყი­დე" - აღ­ნიშ­ნა რუსა მორ­ჩი­ლა­ძემ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×