დახურვა
სტილი
08.03.2023

კახა კინწურაშვილმა „იმედი" დატოვა. ის, 10 წელზე მეტია, არხის ერთ-ერთი სახეა და „დილის შოუ" და „ცეკვავენ ვარსკვლავები" მიჰყავდა.

„მე „იმედიდან" რეალურად, 1 კვირის წინ წამოვედი, რადგან ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი. ვფიქრობ, ყველა ადამიანს საკუთარი საბრძოლველი აქვს და ამ ბრძოლაში ის ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს, რაც დააგროვა შეგნებითა და გამოცდილებით...

მე არასდროს ვეთანხმებოდი „იმედის" საინფორმაციო პოლიტიკას და ღიადაც ვაფიქსირებდი ამას, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ღალატს, ეს უკვე აღარაფერში წერია.

მე მესმის ადამიანების იმედგაცრუებისაც, ყოფილი ხელისუფლების მიმართ, ან დღეს - ოპოზიციის მიმართ. ასეთია პოლიტიკური რეალობა, რომ არავის შესწევს ძალა, მოსახლეობის რეალურ გულისტკივილს მყარად და სიმართლით ამოუდგეს გვერდში. შეიძლება ჩვენ არ გვყავს ასეთი პოლიტიკოსები, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ, მოქალაქეები ვყავართ ერთმანეთს და შეგვიძლია, ბევრი რამ გადავწყვიტოთ, და არ მივცეთ საშუალება პოლიტიკოსებს, დაანგრიონ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი.

საერთო მიზნებისთვის, ყველას ჩვენი საბრძოლველი გვაქვს. ზოგჯერ, საზოგადოება, ერთმანეთს იმაზე მეტს ვთხოვთ, ვიდრე შესაბამისი უნარი და შესაძლებლობა გვაქვს, ამიტომ, ჩემი თხოვნაა, ყველამ საკუთარი ბრძოლა მოვიგოთ - თუნდაც, ფართო სურათში პატარად და უმნიშვნელოდ გვეჩვენებოდეს", - ამბობს კახა კინწურაშვილი მედიაჩეკერთან ინტერვიუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×