დახურვა
სტილი
20.03.2023

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში მიმდინარე „ფეიკ-კამპანიას“ ეხმიანება და წერს, რომ ბევრი მაგალითის დასახელება შეუძლია, როგორ მოხვდა საავადმყოფოში მათი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი:

„პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას.

მეორე – რადგან ჩვენს მშობლებზე და შვილებზე არ ვსაუბრობთ ამ მავლებლური ფეიკკამპანიით რაც დამართეს, ამიტომ ახლა კიდევ აქეთ შეტევის ობიექტები გავხდით?!

რამდენიმე დღის წინ დედაჩემი ისე წაიყვანეს საავადმყოფოში, ვერც გამაგებინეს, ინფარქტგადატანილი და სტენტირებული ქალი! არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ რამდენიმე სტატუსი შემხვდა და ვწერ…

გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი? მათ შორის მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით ტიკტოკზე ნაცების მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე?

მათ შორის, საკუთარი ნაცი მასწავლებლის მიერ დაბულინგებული არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც რამდენიმე წუთი გათიშულს ასულიერებდნენ მისი მშობლები?

გავაგრძელო? ბევრი შემიძლია, ძალიან ბევრი…

ის ხალხი მაინც ნუ ხართ დიდ გულზე! თავად რომ იყავით ბულინგის კამპანიის ავანგარდში…

ამიტომ მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!!!“ – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 19 მარტს გადაცემის „მე-17 სართული“ მსვლელობისას, რუბრიკაში „ტურიკას წიგნები“ დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ, მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ემოციურად გამოეხმაურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×