დახურვა
სტილი
28.03.2023

2022 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა პოსტი სოციალურ ქსელში, ჯგუფში „ვეძებ", რომ 20 წლის ტყუპმა დამ ერთმანეთი იპოვა. კირცხის სამშობიაროში დაბადებული ტყუპი და ბიოლოგიურ მშობლებს ეძებდა. ანო სართანიამ და თამარ ხვიტიამ, რომლებიც სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს, თამუნა მუსერიძესთან ერთად ისაუბრეს ყველაფერზე, რაც გამოიარეს. გოგონების რეალური გვარი გახარია აღმოჩნდა.

ტყუპი გოგონების თქმით, მათ მშობლებს სამი შვილი ჰყავდათ, როცა დედა მათზე დაორსულდა. მამამ ეჭვიანობის გამო გადაწყვიტა, რომ მომავალი შვილები არ იყვნენ მისგან და ახალნამშობიარები ქალი იძულებით დააბრუნა სახლში ბავშვების გარეშე, ბავშვები კი, გოგონების თქმითვე, მისი თანხმობით, გააშვილეს სხვადასხვა ოჯახში. გოგონები იმასაც ამბობენ, რომ მამამ იცოდა მათი ადგილსამყოფელი და პერიოდულად ხედავდა კიდეც ახლომდებარე ქალაქში გაშვილებულ ერთ-ერთ გოგონას.

საინტერესოა ასევე ისიც, რომ გენეტიკურმა ტესტმა გამოავლინა, რომ ტყუპი გოგონები დედამ ნამდვილად თავისი მეუღლისგან გააჩინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×