რიგით 67-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს 9, 11 და 13 მაისს დიდი ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული უმასპინძლებს. 2023 წლის ევროვიზიაზე 37 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. საქართველო მაყურებლის წინაშე 11 მაისს, მეორე ნახევარფინალურ საღამოზე წარდგება. ჩვენი წარმომადგენელი კი - ირუ ხეჩანოვია. მისი სიმღერის შესახებ BBC-მ დაწერა და აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის დაწერილს ჰგავს.
"ირუ თავის სიმღერას აღწერს, რომ „სიყვარულისთვის ბრძოლაზეა“, მაგრამ ტექსტი ხელოვნური ინტელექტის - ჩატბოტის მიერ დაწერილს ჰგავს. სიმღერა ცარიელია, როგორც ქინდერის კვერცხი“ - დაწერა "ბიბისიმ" ევროვიზიაზე წელს წარდგენილ საქართველოს საკონკურსო სიმღერაზე.