დახურვა
სტილი
07.04.2023

რო­მის პაპ­მა ფრან­ცის­კემ "დის­ნეი +" - ის დო­კუ­მენ­ტურ ფილმში, "პა­სუ­ხობს პაპი" ახალ­გაზ­რდე­ბის კი­თხვებს უპა­სუ­ხა. პრო­ექ­ტში 20 წლამ­დე ასა­კის 10 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. 86 წლის ფრან­ცის­კეს კი­თხვე­ბი და­უს­ვეს სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე, მათ შო­რის, ლგბტ უფ­ლე­ბებ­ზე, აბორტზე, პორ­ნო ინ­დუსტრი­ა­ზე, სექსზე. რწმე­ნა­ზე, ასე­ვე სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ზე კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში.

"სექ­სი არის ერთ-ერთი მშვე­ნი­ე­რი რამ, რაც ღმერ­თმა აჩუ­ქა ადა­მი­ანს“, - ამ­ბობს რო­მის პაპი დო­კუ­მენ­ტურ ფილმში.

"სა­კუ­თა­რი თა­ვის სექ­სუ­ა­ლო­ბის გა­მო­ხატ­ვა სიმ­დიდ­რეა. ყვე­ლა­ფე­რი, რაც რე­ა­ლუ­რი სექ­სუ­ა­ლო­ბის გა­მო­ხატ­ვის­გან გა­ფერ­ხებს, გაკ­ნი­ნებს და ამ­ცი­რებს ამ სიმ­დიდ­რეს", - ასე უპა­სუ­ხა ფრან­ცის­კემ მას­ტურ­ბა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვას.

პაპს ასე­ვე ჰკი­თხეს, იცო­და თუ არა, ვის უწო­დე­ბენ არა­ბი­ნა­ლურ ადა­მი­ანს, რა­ზეც და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა და თქვა, რომ ლგბტ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ას უნდა ჰქონ­დეს მიმ­ღებ­ლო­ბა.

“ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ღვთის შვი­ლია. ღმერ­თი არა­ვის უარ­ყოფს, ღმერ­თი მა­მაა და მე არ მაქვს უფ­ლე­ბა რომ ვინ­მე ეკ­ლე­სი­ი­დან განვდევ­ნო“, - თქვა მან. 

აბორ­ტის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას კი აღ­ნიშ­ნა, რომ მღვდლე­ბი უნდა იყ­ვნენ მო­წყა­ლე­ნი ქა­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტა გა­და­წყვი­ტეს, მაგ­რამ მი­სი­ვე თქმით, ეს პრაქ­ტი­კა მი­უ­ღე­ბე­ლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×