დახურვა
სტილი
27.07.2021

მსახიობი ეკა ჩხეიძე ჟურნალ „თბილისელებთან" პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა.

„ზოგადად, არ მიყვარს პირადი ცხოვრების გარჩევა. არ მიყვარს, როცა ყველა ჭკუას გარიგებს, მასწავლებელია, ცხვირს ჰყოფს და კუდებს აბამს.მე ჩემი ცხოვრება მაქვს, არ ვარ პატარა ბავშვი. სწორედ, ეს ვიგულისხმე იმ სტატუსში, რომელიც სოციალურ ქსელში დავწერე. გვერდიდან კრიტიკა და ჭკუის დარიგება კი არა, თავის ცხოვრებას მიხედონ.

პირად ცხოვრებაში, ძალიან კარგად ვარ. რამდენჯერაც ვიღაცას ჩარევ და მეტს ილაპარაკებ, იმდენჯერ თვალი და ენა გაჩნდება. ამიტომ, გეტყვით, რომ მშვიდად და კარგად ვგრძნობ თავს. როცა სხვა ჩავრიე, მივქარე და ამიტომ, მიქარვას აღარ ვაპირებ".

ეკას ცხოვრებაში იყო მამაკაცი, რომელთანაც სამართლებრივ დონეზე მოუწწია ჩარევა. „ის რამდენად იყო თაყვანისმცემელი, არ ვიცი, რადგან თაყვანისმცემლები ასე თავხედურად არ იქცევიან. სიყვარულისა და პატივისცემისთვის, ყველას დიდი მადლობა, მაგრამ მისი ქცევა არანაირ ნორმებში აღარ იჯდა. ამიტომ მომიწია, სამართალდამცველების ჩარევა. ის ჩემს ცხოვრებაში ვეღარ გამოჩნდება, ვერ გაბედავს, რადგან შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი. არ მენახვება, მაგრამ თითო ყვავილით მაინც ჩნდება – კართან მხვდება ერთი ცალი უეკლო ვარდი, ანუ უეკლო ვარო" - ამბობს მსახიობი.

იხილეთ სრულიად: „თბილისელები"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×