დახურვა
სტილი
04.05.2023

თბილისში, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე, სროლის შედეგად მოკლულია ერთი ადამიანი, ორი კი დაჭრილია. ეიარაღებულ თავდამსხმელს ახალგაზრდა მამაკაცის დაცვამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა.

თავდამსხმელმა სამიზნეს ცეცხლი ერთ-ერთ კაფესთან გაუხსნა. მისი ავტომატური იარაღი იქვე ეგდო, მას შემდეგ, რაც საპირისპირო სროლისას დაიღუპა.

,,პრაიმტაიმის" ინფორმაციით, დაჭრილებს შორისაა, ცნობილი მსახიობის, ზინაიდა კვერენჩხილაძის შვილიშვილი გიჩო მარგველაშვილიც.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სროლა ორმხრივი იყო და მათ რვამდე გასროლის ხმა გაიგეს:

"რთი დაჭრილი სასწრაფომ წაიყვანა. გავიგე სროლის ხმა და გამოვედი. 6-8 გასროლა იქნებოდა. ორმხრივი სროლა იყო. იარაღის სხვადასხვა ხმა იყო“, - განაცხადა თვითმხილველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×