დახურვა
სტილი
12.05.2023

ქართველმა რეპერმა გიორგი პავლიაშვილმა, იგივე „მასტერი" ახალი სიმღერა გამოუშვა, სახელწოდებით - „წერილი ლევან ბერძენიშვილს". სიმღერამ საზოგადოების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა და ზოგმა ის პოლიტიკურ დაკვეთად მიიჩნია. როგორც რეპერი წერს, აღნიშნული სიმღერის პრემიერიდან ამ დრომდე არ წყდება მისი ბულინგი და როგორც წერს, ადამიანები უფრო შორსაც წავიდნენ კრიტიკიდან და კომენტარებში მის სიკვდილს ნატრობენ.

„კიდევ რამდენჯერ უნდა დამტკიცდეს რომ მეორე მხარეს სრულიად არასწორი ადამიანები მებრძვიან. შავი იუმორი მესმის, მაგრამ კომენტარებში ადამიანები ჩემს გარდაცვალებას ნატრობენ და გასვენების სცენებზე საუბრობენ. ამ ადამიანებს გულწრფელად ვუსურვებ თვალის დროულად ახელას და სიკეთისკენ შემოტრიალებას, მართლა არ მესმის და შემზარავია, რომ ასეთ თემებზე ღლიცინებენ ადამიანები, არ ვიცი რა...ეს არის დემოკრატია? სიტყვის თავისუფლება? ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა? ქვეყნის სიყვარული? და მე რომ სიმღერა დავწერე სრულიად ზრდილობიანი კრიტიკა მაგიტომ ვარ რუსეთი? მადლობა უფალს კიდევ მრავლად არიან ადამიანები ვინც ეროვნულად აზროვნებენ და შავს და თეთრს არჩევენ" - წერს „მასტერი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×