დახურვა
სტილი
21.08.2023

„პრაიმ ჰაუსის" პირველი სეზონის ფინალისტი, ანი ყიფშიძე ამბობს, რომ მას პორნო ვიდეოს გავრცელებით ემუქრებიან და მის შვილსაც უგდებენ ვიდეოს, რაც ყოვლად მიუღებელი საქციელია.

„გეტყვით საიდან დაიწყო, „პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონი როცა დაიწყო, ვიღაცამ მომწერა, რომ შენი „ნუდები" მაქვსო, ვინც დაძვრება პორნო საიტებზე, ნახეს ვიდეო, ვიღაცა შავთმიანი გოგოა, ჩვეულებრივი გოგოა, ტანი აქვს სუფთა, არანაირი ტატუ არ აქვს, რაღაცით ვითომ მგავს, მაგრამ მიხვდები, რომ მე არ ვარ. ამ გოგოს პორნოა. ვინც მიცნობს, იცის, რომ მე არ ვარ.

ძალიან ცუდ რაღაცებს აკეთებენ, ჩემს შვილს წერენ, დედაშენის ვიდეო და ნუდები მაქვსო და არადა, არაფერი არ არსებობს.

გეტყვით რაში აწყობთ - ჩემამდე ბევრი ადამიანი ვერ მოდის, ზოგს საერთოდ არ ვწერ და არ ვინტერესდები. ცდილობენ, რომ გამაღიზიანებელი გზებით შემოვიდნენ...

ვეტყოდი მათ, რომ რასაც აკეთებენ ღმერთმა შეარგოთ, მაგრამ ჩემს შვილს ნუ ეხებიან, ნუ უგდებენ უაზრო ვიდეოებს. მით უმეტეს, ჩემი შვილი არაა სრულწლოვანი. მე ვიქნები მიზეზი იმისა, რომ ჩემს შვილს სჯეროდეს კარგი ადამიანების არსებობის",- ამბობს ანი ყიფშიძე „პრაიმტაიმთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×