დახურვა
სტილი
02.09.2023

„გოგოებო არ აქვს წონას მნიშვნელობა. ცუდის მთქმელი ყოველთვის იტყვის რამეს. უბრალოდ არ უნდა მიაქციოთ ყურადღება... იყავით ძლიერები რომ თქვენი თავდაჯერებულობა ვერაფერმა შეარყიოს..." - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ანა ქურდაძე წერს და ქალებს თავდაჯერებისკენ მოუწოდებს.

"ეს პოსტი განსაკუთრებით მინდა წაიკითხონ #plussize გოგონებმა, მათ ვინც განიცდის ბულინგს და გონიათ რომ ჭარბი წონის ან ლამაზი ფორმების გამო არ არიან მოსაწონნი ...

ინსტაგრამზე დადებული რილსი გადმოსულა fb-ზე

კი ჩართული მაქვს სულ ინტერნეტი, მაგრამ არ მინახავს კომენტარები. ახლა მოვიდა შეტყობინება შენი რილსი 25000-მა ადამიანმა ნახაო და მეთქი რა რილსი? შევედი კომენტარებში და ჰოი, ამდენ დეგრადირებულს ერთად მოუყრია თავი...

მაგრამ ჩემზე არ უმოქმედია. არ მაქვს რეაქცია რას დაწერენ... მხოლოდ ვაი ამდენი გონებასუსტი რომ გვყავს ...

მე ისე მომწონს ჩემი სხეული, ტანი, წონა, მკერდი , ფეხი და რაც მთავარია სრულყოფილად ვგრძნობ თავს რომ რაც არ უნდა დაწერონ უბრალოდ ირონიის მომგვრელია... ხანდახან კი მინდება ყველას ვუპასუხო და შევასმინო რამე, თუმცა აზრი არ აქვს...

ახლა განსხვავება #plussize გოგოსა და ჩემს შორის? არაფერი! საერთოდ არაფერი. გარდა ერთისა. ხშირად მოქცეულნი არიან მასის ზეგავლენის ქვეშ რომ #plussize გოგოები ლამაზები არ არიან... რაც მცდარია!

მთავარია როგორ აღიქვამ თავს, როგორ აფასებ თავად...

ვერავინ ! ვერავინ დაგაბულინგებთ თუ თავად მოგწონთ თქვენი თავი...

ბევრი პოსტი წამიკითხავს ლამაზფორმიანი გოგოებისგან რომ ცუდად მოიხსენიებენ , როგორც ჩემი რილსის კომენტარებშია . და მათ გული სტკივათ ....

გოგოებო არ აქვს წონას მნიშვნელობა. ცუდის მთქმელი ყოველთვის იტყვის რამეს. უბრალოდ არ უნდა მიაქციოთ ყურადღება...

იყავით ძლიერები რომ თქვენი თავდაჯერებულობა ვერაფერმა შეარყიოს..." - წერს ანა ქურდაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×