დახურვა
სტილი
16.09.2023

ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო, ასევე ბლოგერსა და მოგზაურს გურამ შეროზიას ახალი მორიგი სიმღერის გამო აკრიტიკებს. შეროზიამ პატივისცემის ნიშნად მშობლიურ სამეგრელოს, მეგრული სიმღერა მიუძღვნა, რომელზეც კლიპი სამეგრელოშია გადაღებული. ცნობისთვის, მისი მუსიკალური შესაძლებლობები ყოველთვის კრიტიკული განხილვის საგანია.

„ხალხი, რომელმაც მილიონზე მეტი ხმა მისცა გურამ შტეროზიას, ღირსია მისი ბოლო სიმღერა ჩაურთო და ასმენინო დაუსრულებლად, ლუპში“, - დაწერა დომენიკ მანგომ.

აღნიშნულ პოსტს ადრესატის, გურამ შეროზიას პასუხი მოჰყვა:

„როგორ შეიძლება გავბრაზდე ამ საბრალოებაზე, თუმცა, როცა ჩემს გულშემატკივრებს ეხებიან და “შტეროზიას” მიწოდებენ, ვიღაც ორ ცალ უჯრედიანნი, წერა-კითხვაც რომ არ იციან წესიერად აეგეთი ხალხი - რა ვქნა, გავეცი პასუხი ამ ერთხელ, მეზარება თან ძალიან, უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ ჰა, არ ისვენებენ.

კონკრეტული სიმღერა, ცეკვა, სამოსი, ვარცხნილობა, ა.შ. ან მოგწონს, ან არ მოგწონს და გაატარებ, რა შუაშია ეს ყველაფერი ხმეეების მოცემასთან? მგონი ვერ არის მთლად კარგად, რამით შემიძლია დავეხმარო?“, - აცხადებს გურამ შეროზია დომენიკ მანგოსადმი საპასუხოდ ჩაწერილ ვიდეო მიმართვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×