დახურვა
სტილი
04.10.2023

პა­რიზ­სა და საფ­რან­გე­თის სხვა ქა­ლა­ქებ­ში სა­წო­ლი ბაღ­ლინ­ჯო­ე­ბის მას­შტა­ბურ­მა გავ­რცე­ლე­ბამ ენ­ტო­მო­ფო­ბი­ის (მწე­რე­ბის ფო­ბი­ის) ტალ­ღა გა­მო­იწ­ვია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა პა­ნი­კა­შია. ამას­თა­ნა­ვე, მწვა­ვედ წა­მოჭ­რა სი­სუფ­თა­ვი­სა და ჰი­გი­ე­ნის სა­კი­თხი, გან­სა­კუთ­რე­ბით 2024 წლის ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შე­ბის კონ­ტექ­სტში, რო­მელ­საც საფ­რან­გე­თი უმას­პინ­ძლებს.

"ყო­ველ ჯერ­ზე, ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს, ბაღ­ლინ­ჯო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­სამ­ჩნე­ვად იზ­რდე­ბა... ეს იმით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ ივ­ლის­სა და აგ­ვის­ტო­ში ხალ­ხი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს. საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კი ეს მწე­რე­ბი ბარ­გით შე­მოჰ­ყავთ. გარ­და ამი­სა, ად­რე­ულ წლებ­ში ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ისე­თი ძლი­ე­რი ინ­სექ­ტი­ცი­დე­ბი, რო­გო­რი­ცაა DDT. მათი გა­მო­ყე­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნის გამო აიკ­რძა­ლა. შე­დე­გად, ბაღ­ლინ­ჯო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ იმა­ტა", - ამ­ბობს მარ­სე­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ენ­ტო­მო­ლო­გი ჟან-მი­შელ ბე­რან­ჟე. მისი თქმით, ეს პრობ­ლე­მა უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბაღ­ლინ­ჯო­ე­ბის რი­ცხვი საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და.

მწე­რე­ბის შე­მო­სე­ვის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა კი­ნო­თე­ატ­რებ­ში და­ფიქ­სირ­და. ხალ­ხი ვი­დე­ო­ებ­სა და ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებ­და და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის მი­ღე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და.

ბაღ­ლინ­ჯო­ებს პო­უ­ლო­ბენ სახ­ლებ­ში, სას­ტუმ­რო­ებ­ში, მეტ­რო­ებ­ში, ჩქა­როს­ნულ მა­ტა­რებ­ლებ­ში და აე­რო­პორ­ტებ­ში.

”სა­ხელ­მწი­ფომ სას­წრა­ფოდ უნდა შე­ი­მუ­შა­ოს სა­მოქ­მე­დო გეგ­მა ამ უბე­დუ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რად­გან საფ­რან­გე­თი 2024 წლის ოლიმ­პი­უ­რი და პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის მას­პინ­ძე­ლი ქვე­ყა­ნაა“, - გა­ნა­ცხა­და დე­და­ქა­ლა­ქის მერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×