დახურვა
სტილი
11.10.2023

იმერეთის ერთ-ერთ სკოლის მოსწავლე ჩვენებაში ამბობს, რომ წერილი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მისი დაწერილია.

არასრულწლოვანის თქმით, წერილი მან კლასელის მუქარის საფუძველზე დაწერა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე გოგონა თანაკლასელის მხრიდან ბულინგისა და შანტაჟის მსხვერპლი გახდა. მას მუქარის შემცველი წერილი და ბასრი საგანი ჩანთაში ჩაუდეს, რითაც აიძულებდნენ, რომ ფიზიკური დაზიანებები მიეყენებინა.

როგორც ირკვევა, უკვე ერთი წელია, რაც არასრულწლოვანი შანტაჟის მსხვერპლია.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×