დახურვა
სტილი
12.10.2023

რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, 14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, მოკ­ლუ­ლის დე­დას და ბი­ძას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის ეგა­ნა მა­გა­რა­მო­ვა­სა და ნა­ტიკ მა­გა­რა­მო­ვის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და, რად­გან მათი მი­მალ­ვი­სა და მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მოხ­დე­ნის საფრ­თხე არ­სე­ბობ­და. ასე­ვე, რო­გორც ბრალ­დე­ბის მხა­რემ აღ­ნიშ­ნა, მოკ­ლუ­ლის ბიძა ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია და სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თაც უფიქ­სირ­დე­ბა.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა ხა­ტია გოგ­რი­ჭი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, ბრალ­დე­ბის მხა­რეს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი აქვს, რომ დე­დამ და ბი­ძამ ჩა­ი­დი­ნეს ბავ­შვის იძუ­ლე­ბა - თა­ვი­სი ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­თხო­ვი­ლი­ყო.

"სწო­რედ დე­დამ აი­ძუ­ლა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თი­სა და იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის დროს ჯერ მხო­ლოდ 13 წლის იყო, და მას 2 სექ­ტემ­ბერს შე­უს­რულ­და 14 წელი, გა­თხო­ვი­ლი­ყო მის­თვის უც­ნობ და ასა­კით უფ­როს - 27 წლის მა­მა­კაც­ზე, რად­გან ის შეძ­ლე­ბუ­ლი იყო, ჰყავ­და ცხვრის ფარა" - თქვა პრო­კუ­რორ­მა.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი წა­ყე­ნე­ბულ ბრალს არ აღი­ა­რებ­დნენ და სხდო­მა­ზე აცხა­დებ­დნენ, რომ გო­გო­ნა თა­ვი­სი ნე­ბით გა­თხოვ­და. საქ­მის მთა­ვა­რი მოწ­მე მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას ბე­ბი­აა, რომ­ლის ჩვე­ნე­ბა­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სწო­რედ დე­დამ აი­ძუ­ლა არას­რულ­წლო­ვა­ნი თა­ვი­სი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­თხო­ვი­ლი­ყო და რომ მას კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ სურ­და ამის გა­კე­თე­ბა.

სა­კუ­თა­რი დე­დის ჩვე­ნე­ბა, ეგა­ნა მა­გა­რა­მო­ვამ სხდო­მა­ზე ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ მან ქარ­თუ­ლი არ იცის და გა­მო­კი­თხვის ოქ­მზე ხელი ისე მო­ა­წე­რა, რომ ში­ნა­არ­სი არ იცო­და, რა­საც პრო­კუ­რო­რის მხრი­დან პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა.

ხა­ტია გოგ­რი­ჭი­ა­ნის თქმით, ბე­ბი­ის გა­მო­კი­თხვას ეს­წრე­ბო­და თარ­ჯი­მა­ნი და ოქ­მის თი­თო­ე­უ­ლი გვერ­დის ში­ნა­არ­სი, მისი (ბე­ბი­ის) ხელ­მო­წე­რით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. ამას­თან მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას დე­დამ ბე­ბი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, რომ ის "ცუდი ქა­ლია". საქ­მის მთა­ვარ მოწ­მე­ებს შო­რის, პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით არი­ან გო­გო­ნას თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე აცხა­დე­ბენ, რომ მას არ სურ­და მის­თვის უც­ნობ მა­მა­კაც­ზე გა­თხო­ვე­ბა და დედა აი­ძუ­ლებ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლას, მო­სა­მარ­თლის კი­თხვა­ზე, იცო­და თუ არა დი­რექ­ტორ­მა ან მას­წავ­ლე­ბელ­მა (დამ­რი­გე­ბელ­მა) არას­რულ­წლო­ვა­ნის იძუ­ლე­ბით გა­თხო­ვე­ბის ფაქ­ტზე რა­ი­მე, დე­დამ აღ­ნიშ­ნა, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა მას და­უ­რე­კა, სას­წავ­ლო წელი რომ და­ი­წყო, და მო­ი­კი­თხა, რა­ზეც უპა­სუ­ხა, რომ ის ცუ­დად იყო. მოკ­ლუ­ლის დე­დამ გა­ნა­ცხა­და, რომ მას სიძე და­პირ­და, რომ გო­გო­ნა სკო­ლა­ში ივ­ლი­და, მაგ­რამ მო­ა­ტყუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×