დახურვა
სტილი
08.11.2023

სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი თა­მარ ივე­რი ბავ­შვო­ბის წლებ­სა და დე­დას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას იხ­სე­ნებს. ამ­ბობს, რომ მშო­ბე­ლი საკ­მა­ოდ მკაც­რად ექ­ცე­ო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან შვი­ლის გამო საყ­ვე­დურს აძ­ლევ­დნენ:

"დედა სულ მცემ­და. ეს ცალ­კე თე­მაა. ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლი ქალი იყო. ამას პირ­ვე­ლად ვამ­ბობ, შე­ნა­ხუ­ლი ჰქონ­და სხვა­დას­ხვა ფორ­მის და სის­ქის ქამ­რე­ბი, რო­მე­ლიც იყო ყვე­ლა­ზე სქე­ლი, ის იყო ყვე­ლა­ზე უმ­ტკივ­ნე­უ­ლო... იმით რომ მირ­ტყამ­და ესე იგი გა­ვაბ­რა­ზე, მაგ­რამ დიდი და­ნა­შა­უ­ლი არ მქონ­და ჩა­დე­ნი­ლი... მერე მო­დი­ო­და დაწ­ნუ­ლი ქა­მა­რი, ისიც შე­და­რე­ბით მწა­რე იყო. აი, ყვე­ლა­ზე მწა­რე იყო ტყა­ვის ქა­მა­რი.

ასე­ვე ვა­კის პარკში ჰქონ­და ამო­ჩე­მე­ბუ­ლი ტი­რი­ფის ხე, ტოტს მო­ამ­ტვრევ­და და წკეპ­ლას თლი­და, ის იყო ყვე­ლა­ზე მწა­რე. რა­ღა­ცას თუ და­ვა­შა­ვებ­დი, ასე იქ­ცე­ო­და. არ და­მა­ვი­წყდე­ბა, სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა უთხრა ერთხელ, რომ თქვე­ნი შვი­ლი სა­ყუ­რე­ე­ბით და ბეჭ­დე­ბით მო­დი­სო, გა­გიჟ­და დე­და­ჩე­მი, რას ამ­ბობ, ჩემს შვილს ისე ვუშ­ვე­ბო სახ­ლი­დან, არა­ფე­რი მსგავ­სი არ აქ­ვსო. შემ­დეგ და­მი­ყა­რა­ულ­და და ჩუ­მად გა­მომ­ყვა, ლიფტ­თან რომ ჩა­ვე­დი და მა­ში­ნაც მწა­რედ მცე­მა. ასე­თი ქალი იყო" - იხ­სე­ნებს ივე­რი "პოსტ ტვ"-ის ეთერ­ში სა­უბ­რი­სას.

თა­მარ ივე­რის დედა მერი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი 2 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც მომ­ღე­რა­ლი ჰყვე­ბო­და, დე­დის სიკ­ვდი­ლი იმ დროს გა­ი­გო, როცა ავ­სტრი­ა­ში იყო და კონ­ცერ­ტის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×