დახურვა
სტილი
27.11.2023

26 ნო­ემ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ რე­პე­რი და მსა­ხი­ო­ბი კახა აბუ­აშ­ვი­ლი, იგი­ვე "კაბუ“ პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ღე­რალს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გამ­თე­ნი­ი­სას ბორ­კი­ლე­ბი ქუ­ჩა­ში და­ა­დეს, რო­დე­საც ის მე­გო­ბარ ქალ­ზე ძა­ლა­დობ­და.

რე­პე­რის და­კა­ვე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გობ­რე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. ისი­ნი მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ კა­ბუს და წე­რენ, რომ არ სჯე­რათ ძა­ლა­დო­ბის ვერ­სი­ის.

"არ მჯე­რა და არც და­ვი­ჯე­რებ, რომ შენ იძა­ლა­დე. მით უმე­ტეს, ქალ­ზე. ყვე­ლა შენს გვერ­დით ვართ“.

"რო­გორ მე­ცი­ნე­ბა და არ მჯე­რა ამ ფაქ­ტის. პი­რა­დად მა­ინც არ ვიც­ნობ­დე ამ ადა­მი­ანს. ცხოვ­რე­ბა­ში არა­ვის­ზე უძა­ლა­დია, მით უმე­ტეს, ქალ­ზე. ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა მას პირ­ველ ად­გილ­ზე ეყე­ნა ყო­ველ­თვის".

ანუ­კა გი­ორ­გე­ლაშ­ვი­ლი და კახა აბუ­აშ­ვი­ლი წლე­ბი იყ­ვნენ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. წყვილს ორი სა­ერ­თო შვი­ლი, გი­ორ­გი და კე­სა­ნე ჰყავთ. ერ­თმა­ნეთს დიდი ხნის წინ და­შორ­დნენ, თუმცა რე­პე­რი ყო­ფილ ცოლ­თან კარგ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებ­და.

"არა, არ მჯე­რა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ "კა­ბუს" არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია. ის მო­ძა­ლა­დე არ არის. სა­სა­ცი­ლოა, მა­რაზ­მია ეს ყვე­ლა­ფე­რი. ჩემი შვი­ლე­ბის მამა მო­ძა­ლა­დე არ არის!" - ამ­ბობს ის.

კახა აბუაშვილი ახლა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება. მისი ასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×