დახურვა
სტილი
01.12.2023

აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალური ქსელით „მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას მიმართავს.

„Nika Gvaramia გუშინ თვალი მოვკარი შენს სტუმრობას ფორმულაში. ვერ ვიგებ, რატომ ზიხართ სტუდიაში და რატომ ლაპარაკობთ ისეთ რამეებზე, რაც ხალხს არ ესმის. ეგ იგივეა, პროგრამისტმა რომ გელაპარაკოს HTML კოდზე და სკრიფტის დაწერაზე. გაიგებ? ვ ე რ ა ! მთელ ოპოზიციას გაქვთ ეს პრობლემა, ჰინდიზე ელაპარაკებით ხალხს. დაიქირავეთ ერთი დიდი შენობა და ილაპარაკეთ თქვენში თქვენს შოდა ურთიერთობებზე და შიდა საორგანიზაციო საკითხებზე. თუ ხალხს ელაპარაკებით ეკრანიდან, ელაპარაკეთ მათთვის გასაგებ, საჭირო და შთამაგონებელ საკითხებზე. თუ გინდა დატესტე, მიიპატოჟე მთავარის საიტის ვებ დეველოპერი და ალაპარაკე საიტის სკრიფტზე. ზუსტად ეგეთი შეგრძნებაა, როცა ეკრანიდან გისმენთ ხალხი. ეს იმის ბრალია, რომ არ იცნობთ ხალხს. ცოტა უფრო დაბლა რომ დაეშვათ გუჩები და ფუჩებიდან ხალხის დონემდე, მათთან ერთად გაატაროთ დრო და გაიცნოთ, მათთვის გასაგებ ენაზეც ალაპარაკდებოდით. ამ ენით მომავალი არცერთს არ გიწერიათ, პულსს ვერ გრძნობთ ქართველი ხალხის", - წერს ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×