დახურვა
სტილი
04.12.2023

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს" მიერ გადაღებულმა სარეკლამო ვიდეომ, სადაც არაერთი ცნობილი სახე მონაწილეობს, საზოგადოების დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ვიდეოში ისმის სლოგანი „აჭარა აჭარლებს, მაგრამ თასი რჩება თბილისში".

აღნიშნულ ვიდეოს საზოგადოების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა და განსაკუთრებულად აჭარლები გაღიზიანდნენ, რადგან მათი თქმით, ეს განცხადება სეპარატისტული ხასიათისაა, რომელიც ოდესღაც აჭარის მმართველმა ასლან აბაშიძემ გამოიყენა.

„6 - ში 7 საათზე, ფინალურ მატჩზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა გავერთიანდეთ საბურთალოს გულშემატკივრები, თბილისელები, ფეხბურთის მოყვარულები", - წერია ვიდეოს აღწერაში, რომელიც „ტიკ-ტოკ" პლატფორმაზე გავრცელდა.

„აჭარა თუ აჭარლებს, აგენის არც ერთის ფეხი არ ვნახო ზაფხულში ზღვაზე"

„რა სეპარატიზმია"

„ვინ გითხრათ, რომ ეს ფრაზა მაგარ ტიპად წარმოგაჩენდათ? ეს არ არის სეპარატიზმი? ასლან აბაშიძეც ამას გადაჰყვა", - წერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×