დახურვა
სტილი
26.01.2024

სა­ხელ­მწი­ფო 15 000 ლარს გა­და­უხ­დის ბავ­შვს, რო­მელ­საც სა­ჯა­რო სა­ბავ­შვო ბაღ­ში აღ­მზრდელ­მა სცე­მა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" ავ­რცე­ლებს.

"გა­ე­როს ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სა­ხელ­მწი­ფოს ბავ­შვის მი­მართ 15 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და და­ა­ვა­ლა.

საქ­მე შე­ე­ხე­ბა სა­ბავ­შვო ბაღ­ში ბავ­შვის ცე­მის ფაქტს, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფომ ეფექ­ტუ­რად არ გა­მო­ი­ძია ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე, PHR-ის იუ­რის­ტებ­მა გა­ე­როს ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტეტს მი­მარ­თეს, რო­მელ­მაც და­ად­გი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ და­არ­ღვია ბავ­შის ძა­ლა­დო­ბის­გან დაც­ვის უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია გა­ე­როს ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის მე-19 მუხ­ლით.

გა­ე­როს ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, დღეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სა­ხელ­მწი­ფოს ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცი­ის გა­ცე­მა და­ა­ვა­ლა.მო­სა­მარ­თლე: ლი­ე­ლა ფო­ლა­დიშ­ვი­ლი­საქ­მე­ზე მუ­შა­ობ­დნენ: ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი, ანა თავ­ხე­ლი­ძე, სო­ფი­კო მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი", - ვკი­თხუ­ლობთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

2017 წლის იან­ვარ­ში სა­ჯა­რო ბაღ­ში 3.5 წლის გი­ორ­გიმ (სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია) აღ­მზრდე­ლის და­ვა­ლე­ბა ვერ შე­ას­რუ­ლა - სახ­ლი კარ­გად ვერ და­ხა­ტა. გაბ­რა­ზე­ბულ­მა აღ­მზრდელ­მა გი­ორ­გის ხელი სა­ხი­სა და ყუ­რის არე­ში და­არ­ტყა. ბავ­შვს სა­ხე­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის კვა­ლი და­ე­ტყო. გი­ორ­გის გა­მო­საყ­ვა­ნად მი­სულ­მა დე­დამ ბავ­შვის სა­ხე­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შე­ამ­ჩნია და მი­ზე­ზი ჰკი­თხა, რა­ზეც გი­ორ­გიმ უპა­სუ­ხა რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა სცე­მა.

ლა­ლიმ (სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია) პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა. გა­მო­ძი­ე­ბა მა­შინ­ვე და­ი­წყო. ბავ­შვმა პო­ლი­ცი­ას უამ­ბო რაც მოხ­და. სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნამ და­ად­გი­ნა, რომ გი­ორ­გის სა­ხე­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ნამ­დვი­ლად ჰქონ­და, რო­მე­ლიც მი­ყე­ნე­ბუ­ლი იყო ბლაგ­ვი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით. ლა­ლიმ გა­მო­ძი­ე­ბას უთხრა რომ დი­ლით ბაღ­ში მი­სულ ბავ­შვს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ ჰქო­ნია და ისიც, რომ გი­ორ­გის არც ალერ­გია ჰქო­ნია აქამ­დე.

რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 3,5 წლის გი­ორ­გი ელო­დე­ბო­და პო­ლი­ცი­ის­გან პა­სუხს, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. ლა­ლიმ ბავ­შვის ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად ორ­გა­ნი­ზა­ცია „პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის“ 2018 წლის აპ­რილ­ში მო­მარ­თა.

საქ­მე­ში ჩარ­თვის დღი­დან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ად­ვო­კა­ტებ­მა არა­ერ­თხელ მო­ი­თხო­ვეს გი­ორ­გის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ძი­ე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

2018 წლის 08 ივ­ნისს ად­ვო­კა­ტებ­მა გი­ორ­გის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა მო­ი­თხო­ვეს მის მი­მართ აღ­მზრდე­ლის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე.

პრო­კუ­რორ­მა ად­ვო­კა­ტე­ბის მო­თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მი­უ­თი­თა, რომ ვერ დგინ­დე­ბო­და, რომ ბავ­შვს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. პრო­კუ­რო­რის უარი გი­ორ­გის ად­ვო­კა­ტებ­მა ზემ­დგომ პრო­კუ­რორ­თან გა­ა­სა­ჩივ­რეს, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ გი­ორ­გის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა­ზე უარი უთხრა. აღ­მზრდე­ლი, რო­მელ­ზეც გი­ორ­გი მი­უ­თი­თებ­და, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში არ მი­უ­თი­თეს გი­ორ­გის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ. ამი­ტომ სა­სა­მარ­თლომ აღ­მზრდე­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ ცნო და ის კვლავ ბაღ­ში აღად­გი­ნა იმა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე.

გი­ორ­გის ად­ვო­კა­ტებ­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­აგ­რო­ვეს და 2018 წლის ნო­ემ­ბერ­ში გი­ორ­გის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად გა­ე­როს ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტეტს მი­მარ­თეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×