დიდი ხანია ამაზე რეაქცია აღარ მაქვს. მე მლანძღეს წონაზე, როდესაც ია ფარულავასთან ვიყავი გადაცემაში, მალინისფერი კაბით. ისედაც ეკრანი 8 კილოს მატებს და სულ ვშიმშილობთ ის ადამიანები, ვინც ეკრანზე ვჩანვართ. ახლაც, ახალი წლის პერიოდში მოვიმატე და ისევ შიმშილი დავიწყე. სანამ თავბრუ არ დამეხვევა, იქამდე არ ვჭამ. სრული შიმშილითა და მადის დაქვეითებით უფრო ვიკლებ. ადამიანი ვარ და მეც მიყვარს გემრიელი ჭამა, მეც ვსუნთქავ, მეც მაქვს გული, ოჯახი და რა ვქნა, არ ვჭამო? - ჩემი საყვარელი გამონათქვამია - „თუ მშია და თუ მწყურია რა მემღერება?" ...