დახურვა
სტილი
31.01.2024

როგორ უნდა შეუთავსოთ ოჯახი და კარიერა ერთმანეთს, ამის შესახებ „დღის პოსტის" ეთერში ცნობილი მომღერალი სოფო ბედია, შვილთან და მეუღლესთან მიშა მესხთან ერთად იმყოფებოდა.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეორე ნახევარს, ჩემი მიშიკო კარგი ბიჭია, ყოველთვის გვერდით მიდგას", - ამბობს სოფო ბედია. როგორც მიშა მესხმა აღნიშნა, როდესაც სოფო ქალაქგარეთ მიდის კონცერტის ჩასატარებლად, ცდილობს მას გაყვეს და ერთად იყვნენ. „მიშა ყოველთვის ჩემ გვერდით არის, მაგრამ ამ დროს ხალხს ჰგონია, რომ მიშა ჩემზე ეჭვიანობს", - ამბობს მომღერალი. „ხატზე დავიფიცებ, რომ ეჭვიანი არ ვარ. სიმართლეს გეტყვით შეყვარებულობის პერიოდში მქონდა ბრძოლები, მაგრამ მე მივხვდი ვინ მომყავდა ცოლად, მაგრამ ახლა მის თაყვანისმცემლებს მე ვწერ ხოლმე მადლობებს", - ამბობს მიშა მესხი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×