დახურვა
სტილი
24.04.2024

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად სხვადასხვა საკონდიტროს თუ ქსელური მაღაზიების მხრიდან პასკებზე შეთავაზებები სულ უფრო აქტიურდება. მომხმარებლების განსაკუთრებული ყურადღება „გასტრონომ ჯგუფის" პანეტონემ მიიქცია, რომლის ღირებულება არც მეტი, არც ნაკლები, 499 ლარია.

„გამომცხობსაც და გამყიდველ მაღაზიასაც შუბლის ძარღვი ბავშვობაში დაცემისას გაუწყდათ ეტყობა და ვინც ამ პასკას იყიდის,ის ამ ორივეზე შუბლძარღვგაწყვეტილი იქნება" - წერს სოციალურ ქსელშიი ცნობილი საოპერო მომღერალი თამარ ივერი.

ვიღაც 500 ლარად ყიდის თბილისში პასკებს და იყიდება გრიალ-გრიალითო. ვინც მე მლანძღავდით ამასწინ, ხო ხართ ღირსი გუდაურის 45 ლარიანი ხაჭაპური გადაგაწეპოთ სახეზე - წერს ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე.

საზოგადოების რეაქციის მიუხედავად, პანეტონეს მწარმოებელი „გასტრონომ ჯგუფის" მარკეტინგის ხელმძღვანელი წარმატებაში დარწმუნებულია. მისივე შეფასებით, წლევანდელი წლის გაყიდვების დინამიკა გასული წლის აღდგომის პერიოდთან შედარებით მზარდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×