დახურვა
სტილი
09.06.2021

ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი გულახდილი საუბრების მოყვარულია. ფოტომოდელს სოციალურ ქსელში თავისი აზრის დაფიქსირება უყვარს და უკვე 2 წელზე მეტია გამომწერებს ქალურობაზე, დიეტასა და ოჯახურ საკითხებზე სიანტერესო რჩევებს აძლევს და რა თქმა უნდა, მათგანაც იღებს დარიგებებს.

რამდენიმე დღის წინ კოშკელიშვილმა სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" მორიგი ვრცელი და საინტერესო ტექსტი დაწერა, სადაც ასაკსა და თავის დაბადების დღეზე ისაუბრა.

"მგონი, გითხარით, შარშან 30 წლის რომ გავხდი, უკან-უკან ვაპირებ წასვლას. წელს ვიტყვი, რომ 29 წლის ვარ, ასე 25-მდე 

მივალ, მერე ისევ მოვიმატებ. უცნაური დღეა ჩემი დაბადების დღე. ბავშვობაში მიყვარდა ძალიან. მერე რომ გავიზარდე, უფრო მაინტერესებდა, აბა, ვინ მომილოცავს წელს და თუ ბევრი მილოცავდა ან ვინმე ქრაში მილოცავდა, ხო საერთოდ ის დღე ძალიან მაგარი იყო. ახლა მერიდება, ასე მგონია უხერხულია, ყველა მხოლოდ შენ რომ გილოცავს, მინდა ხოლმე საპასუხოდ მეც მივულოცო რამე...

შარშან ამ დროს მხოლოდ ჩანასახში მქონდა კოსმეტიკის გაკეთება, მოლაპარაკება მიდიოდა, მაგრამ რეალურად არ მიმაჩნდა, სისულელეა-თქო, ვიძახდი, გამორიცხულია გამოგვივიდეს, გამორიცხულია ეს ტექნოლოგი ადგეს, წამყვანი კოსმეტოლოგიური კომპანიიდან წამოვიდეს და ჩვენთან დაიწყოს მუშაობა. გამორიცხულია ასე ყველა ტესტირება გავიაროთ, გამორიცხულია ეს, გამორიცხულია ის… არასდროს არ თქვათ არასდროს! დაისახეთ მიზანი და არ გადაუხვიოთ. მთავარია, რაღაც ძალიან გინდოდეთ, ცხოვრებას, სიცოცხლეს, სიხარულს, წარმატებას ასაკი არ აქვს. იცოდეთ, შეიძლება იყო 70-ის და გახდე ცნობილი მოდელი, იყო 17-ის და იყო მეცნიერი. გჯეროდეთ თქვენი თავის. დიდი მადლობა თითოეულ ჩემს გამომწერს/მეგობარს, ვინც ეს წელი ჩემთან იყო, უზომოდ გაფასებთ, მადლობა. იმედი მაქვს, ბევრნი მომილოცავთ, იცოდეთ, პატარა ბავშვივით მიხარია" - წერს ნუკი კოშკელიშვილი "ინსტაგრამზე".სულ რამდენიმე თვეა, კოშკელიშვილმა ახალი ბიზნესი წამოიწყო, ნუკიმ კოსმეტიკის ხაზი შექმნა, რომელიც ქართულ ბაზარზე წარმატებით ფუნქციონირებს. ნუკი ტუჩსაცხებს, ტონალურსა და სხვადასხვა პროდუქტს ქმნის და ქართველ და ამერიკელ მომხმარებელს თავის ხაზს სთავაზობს.

მოდელი დროის ძირითად ნაწილს მეუღლესთან და შვილთან ერთად ამერიკაში ატარებს. პერიოდულად ნუკი საქართველოსაც სტუმრობს, ამერიკაში ყოფნის დროს კი შორიდან აქტიურად ესაუბრება ქართველ გამომწერებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×