დახურვა
სტილი
09.06.2021

ქართველი უნფლუენსერები და იუთუბერები იკა და ნათია ქართველი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი წყვილია. მათ საერთო სოციალური ქსელი აქვთ და ხალხი მათ "იკანათიას" სახით იცნობს. წყვილი აქტიური და ბევრისვის საყვარელი ინფლუენსერია.

რამდენიმე დღის წინ, ნათიამ და იკამ 8 წლის წინანდელი ოცნება აიხდინეს და საკუთარი სახლი იყიდეს, ამ ამბიდან მალევე, ნათიას დაბადებისდღის წინა დღეს, ინფლუენსერმა მოულოდნელად სურათი დადო და გამომწერებს ახარა, რომ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.

რინოპლასტიკამ კარგად ჩაიარა, ნათია რამდენიმე საათში ენერგიაზე მოვიდა და ლაივში გამომწერებსაც ესაუბრა. ღამის 12 საათზე კი ბინტებითა და ფერადი საღამურებით ნათიამ დაბადებისდღე აღნიშნა "Happy birthday to me" - დაწერა ინფლუენსერმა "ინსტაგრამზე". 

იმავე საღამოს სახლიდან იკამაც მოულოცა მეუღლეს დაბადებისდღე და თბილი ტექსტით "ინსტაგრამსთორიში" ყველაფერი საუკეთესო უსურვა. "ახლა მინდა შენს გვერდით ვიყო, მაგრად ჩაგეხუტო და გითხრა, რომ მაბედნიერებ" - წერს ირაკლი "სთორიში". როგორც სოციალური ქსელიდან ჩანს, ნათია ამ ოპერაციას დიდი ხანი ელოდა და ეს დიდი ცვლილება სწორედ საკუთარ დაბადებისდღეს დაამთხვია. 

ცნობისთვის, იკანათია უკვე წლებია ცოლქმარი არიან, წყვილს პატარა გოგო ჰყავთ და სოციალურ ქსელში ნელი ნაბიჯებით უფრო და უფრო წარმატებულები ხდებიან.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×