დახურვა
სტილი
09.06.2021

მოსკოვში მოღვაწე მომღერალმა ქეთა თოფურიამ მეუღლეს, ლევ დენგოვს, დაბადების დღე სოციალური ქსელით მიულოცა.

“დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სწორედ ამ დღეს დაიბადა ის ადამიანი, რომელიც ძალიან მაბედნიერებს. მიყვარხარ. დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო”, - წერს ქეთა თოფურია "ინსტაგრამზე" და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

კომენტარებში წყვილმა უამრავი მილოცვა მიიღო: "როგორი სიმპათიური ქმარი გყავს", "გილოცავთ", "ძალიან ლამაზები ხართ", - სწერენ ქეთას და ლევს გულშემატკივრები.

ცნობისთვის, მი­ლი­ო­ნერმა დიპ­ლო­მატმა ლევ დენ­გო­ვმა და ქე­თა თოფურიამ ერ­თმა­ნე­თი მინ­სკში მაშინ გაიცნეს, როდესაც 

ლევის დაბადების დღისთვის ქართველი მომღერალი მიიწვიეს. როგორც აღმოჩნდა, "ა სტუდიო" ლევისა და მისი დედის საყვარელი ბენდია.

წყვილს ერთი საერთო შვილი ადამი ცოტა ხნის წინ შეეძინა. ქეთასთვის ლევი მეორე ქმარია. მისი პირველი მეუღლე ლევ გეიხმანი იყო, რომლისგანაც გოგონა - ოლივია ჰყავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×