დახურვა
სტილი
25.10.2021

კუზანოვების ოჯახს საქართველოში ბევრი იცნობს. ცნობილი ექიმები საზოგადოებაში დიდი პოპულარობითა და პატივისცემით სარგებლობენ. ოჯახის ყველაზე უმცროსმა წევრებმა, გუგა კუზანოვისა და ნინო ნადირაძის შვილებმა ბაიამ და ივამ ცნობილი ბაბუის გზა აირჩიეს და ექიმობა გადაწყვიტეს.

ამჯერად ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ქმართან, გუგა კუზანოვთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს. როგორც ცნობილია, გუგა რამდენიმე დღის წინ იუბილარი იყო და ეს მნიშვნელოვანი დღე წყვილმა პორტუგალიაში აღნიშნა. მათ ფოტოებს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება და უამრავი კომპლიმენტი მოჰყვა: „სამაგალითო წყვილი“, „როგორ უხდებით 

ლისაბონის ქუჩებს“, „გილოცავთ გუგას დაბადების დღეს, წარმატებები“ - წერენ „ინსტაგრამზე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×