დახურვა
სტილი
26.03.2022

თიკა ფაცაცია ბოლო წლების ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტელეწამყვანია. მას ერთნაირად კარგად გამოსდის მხიარული მუსიკალური გადაცემების წაყვანაც, ,,სხვა შუადღეში" ქალებისთვის საინტერესო თემებზე საუბარიც, აქტუალური სამედიცინო საკითხების განხილვაც ექიმებთან, მეგა შოუებში სხვადასხვა ამპლუით მონაწილეობაც და ,,ნიჭიერის" ჟიურის წევრობაც.

თიკას ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, სამი შვილის დედა უკვე 40 წლისაა. მან თავის წარმოსახვაში მომავალი 10 წლის ხედვაც შექმნა.

"უკვე 2 წელია ვამბობ, რომ 40 წლის ვარ. რაღაც მომწონს ეს ასაკი. ცხოვრება იმდენად რთულია და იმდენი ცუდი რამ ხდება, ადამიანებს უნდა გვიხაროდეს ყოველი წლის მომატება, რომ ცოცხლები ვართ. ამიტომ არც ის ნაოჭი მედარდება, რაც ასაკის მატებას მოჰყვება.

40 წლის შემდეგ რეალურად დავინახე ახალი ცხოვრების შესაძლებლობა. საერთოდ, ათწლეულებით აღვიქმავ ხოლმე ცხოვრებისეულ ეტაპებს და ვთვლი, რომ მომავალ 10 წელიწადში ბევრი საინტერესო რამ მოხდება, თუნდაც შეიძლება გავხდე ბებია.

სხვათა შორის, ვფიქრობდი, რომ ახლა დადგა ეტაპი, საკუთარი თავი უფრო მეტად შეიყვარო, უფრო მეტად მოუსმინო. 40 წლამდე მაინც ცხოვრების გიჟური რიტმია, ბევრ რამეს ყურადღებას არ აქცევ, არ აფასებ. ახლა კი აშკარად იწყება ეტაპი, როდესაც საკუთარ თავზე უფრო მეტი უნდა ვიზრუნო.

უფროსი შვილი, ანდრო, 21 წლის არის და მომავალ 10 წელიწადში რატომ არ შეიძლება ოჯახი შექმნას?! იოანე, გარდატეხის პერიოდისთვის ემზადება და ვნახოთ, როგორი იქნება ეს ეტაპი. ალექსანდრე კი ახლა აყალიბებს თავის ხასიათს." - ამბობს თიკა ფაცაცია ჟურნალ "სარკესთან"

წყარო: "ჟურნალი "სარკე"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×