დახურვა
სტილი
28.03.2022

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე ნიკოლოზ ნაყოფია 7 თვის წინ გახდნენ მშობლები. ნანუკამ ამერიკაში გაატარა ორსულობის ბოლო თვეები და იქვე იმშობიარა. მშობიარობის შემდეგაც პატარასთან ერთად ხან საქართველოშია, ხან - ამერიკაში. პატარა აივი-ნიკოლის ფოტო აქამდე არ გაუსაჯაროებია. მიზეზი ინსტაგრამ-გამომწერებმა ჰკითხეს და სოციალურ ქსელშივე გასცა პასუხი:

"ვერ ვხედავ აუცილებლობას ან საჭიროებას. ჯერ პანდემია იყო და ყველა დაძაბული და განერვიულებული იყო. ახლა ომია და საერთო ფონზე ძალიან მოქმედებს. პლუს ამას, ინტერნეტი არის სივრცე, სადაც ხშირად გაუაზრებლად და დაუმსახურებლად იქნება ეს ადამიანი თუ

უსულო საგანი, მაგალითად, მომატებული ბრინჯის ფასი:) არ მინდა, ხელოვნურად შევქმნა რაღაც სიტუაცია. ინტერნეტსივრცეში თუ არ დავდებ პატარას ფოტოს, ამით არც ერთს არაფერი მოგვაკლდება. ჯერ ასე ვგრძნობ თავს. მოგვინდება - დავდებთ, არც ეგაა გამორიცხული. ამაზე ამხელა ყურადღების გამახვილება არ მგონია ნორმალური". 

ნანუკას ასევე ჰკითხეს მშობიარობაზე მეუღის დასწრების შესახებ - ცნობილია, რომ მისი მეუღლე დაესწრო მის მშობიარობას და მშობიარობის შემდეგაც ეხმარება ცოლს შვილის მოვლაში.

ნანუკა პირველი დღიდან ბუნებრივად კვებავს პატარას. ყინავდა კიდეც რძეს და ინახავდა. როგორც აღნიშნა, ახლაც განებივრებულია მისი პატარა დედის რძით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×