დახურვა
სტილი
08.04.2022

რუსკა ქარქაშაძე, რომელსაც 19 წელი 7 აპრილს შეუსრულდა, ბევრისთვის უკვე საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. რუსკა განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა „ინსტაგრამზე" და 150 000-ზე მეტ გამომწერს ყოველდღიურად უზიარებს დეტალებს საკუთარი ცხოვრებიდან.

როგორც ჩანს, რუსკამ დაბადების დღე მეგობრულ გარემოში, გადაცემა „ჩათის" თანაწამყვანებთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად აღნიშნა.

მსახიობის დაბადების დღეს ესწრებოდნენ ანრი ჯოხაძე, რატი რატიანი, მარიტა მელიქიშვილი, გიორგი გასვიანი, ლიზა ჩიჩუა, ირაკლი მაქაცარია და სხვები.

ბოლო დროს რუსკა ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ საკუთარი ასაკი აკომპლექსებდა, რადგან საზოგადოების მხრიდან ყოველთვის იყო ნეგატიური კომენტარები მის „დაკარგულ ბავშვობასთან" დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, მას ყოველი მომდევნო დაბადების დღე განსაკუთრებულად უხარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×