დახურვა
სტილი
08.04.2022

მომღერალი ნუცა ბუზალაძე საკუთარი დაბადების დღისთვის დუბაიში გაემგზავრა. დუბაიმდე ნუცამ რამდენიმე თვე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა.

ნუცას ბენდთან ერთად დუბაიში კონცერტიც ჰქონდა და ხალხს განახლებული გარდერობის ფოტოებიც რამდენჯერმე გაუზიარა.

ნუცამ დუბაიში სახლიც მოაწყო და უკვე კონცერტებზეც საკმაოდ ხშირად გამოდის. მის გულშემატკივრებს აქამდეც ჰქონდათ ეჭვი, რომ მომღერალი საცხოვრებლად დუბაიში გადასვლას აპირებდა, თუმცა ამჯერად ჭორები თავად დაადასტურა.

როგორც ცნობილია, ის საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას აღარ აპირებს და მის მუსიკალურ კარიერასაც სწორედ დუბაის დაუკავშირებს, სადაც უკვე მოახერხა გლამულური და ყველა გოგოსთვის სასურველი ცხოვრების შექმნა.

„ამხელა ქვეყანაში მარტო ვარ, მაგრამ გამიმართლა იმაში, რომ აქ ჩემი საუკეთესო დაქალი ცხოვრობს უკვე რვა წელია და ყველაფერში ჩემ გვერდითაა. ვაპირებ, აქ დედაჩემიც ჩამოვიყვანო, მაგრამ ჯერ არა... მარტო ყოფნა მომწონს" - თქვა მომღერალმა ბოლო ინტერვიუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×