დახურვა
სტილი
08.04.2022

მოდელი და ტელეწამყვანი, ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებსაც საკმაოდ ხშირად უზიარებს გამომწერებს.

მას შემდეგ რაც ალექსანდრა დედა გახდა, იგი ძირითადად ვარჯიშისა და შვილების ან საკუთარი გადაცემის ფოტოებს აქვეყნებდა, თუმცა, როგორც ჩანს, მოდელმა უკვე მოახერხა სასურველი სხეულის ფორმების დაბრუნება და ფოტოსესიაც მოაწყო.

ალექსანდრა ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ქერად შეღებილი თმითა და სრულიად განსხვავებული იმიჯითაა. ფოტოები ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა როგორც მან თქვა, ძალიან მალე ყველა ფოტო მზად იქნება და აუცილებლად გააზიარებს საკუთარ „ინსტაგრამზე".

„12 საათი გადაღებებზე, არაჩვეულებრივ გუნდათ ერთად" - წერს მოდელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×