დახურვა
სტილი
09.04.2022

დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. თავის მოვლასთან დაკავშირებულ, საკუთარი გამოცდილებით გამყარებულ და მეუღლესთან - პლასტიკურ ქირურგ კოტე მათითაშვილთან გადამოწმებულ რჩევებს ქალბატონებს უზიარებს... მან ჟურნალ "გზასთან" ისაუბრა, თუ როგორ უმკლავდება მეორე ნახევართან კრიზისულ პერიოდებს.

"კონკრეტულ დროს შინაგანად ძლიერი ვიყო და მარტივად გავუმკლავდე. ზოგჯერ ძალიან სენსიტიური ვარ და გამკლავება მიჭირს. საერთოდ, ყოველთვის ასე ხდება: კონკრეტულ სიტუაციაში, ადამიანი საკუთარ თავს სხვადასხვანაირად ავლენს... მეტ-ნაკლებად ვახერხებთ, სტაბილური ურთიერთობა გვქონდეს, თუმცა - რთულია..."

კითხვაზე შესაძლებელია, თუ არა ადამიანი მეორე ნახევრის გარეშე სრულფასოვნად ბედნიერი იყოს ეკა ბალანჩივაძემ ასე უპასუხა:

"ალბათ - კი, რადგან შეიძლება, ადამიანს ისეთი დახვეწილი სულიერი მდგომარეობა ჰქონდეს, რომ ყველაფრის გარეშე იცხოვროს და ბედნიერი იყოს. საოცარი, გასხივოსნებული ადამიანები ხომ არსებობენ, არა (იცინის)?.. მაგრამ პირადად მე, ამ ეტაპამდე, ასეთი მდგომარეობისგან ძალიან შორს ვარ. აუცილებლად მჭირდება ადამიანი, რომელიც მიყვარს. ამიტომ მარტო ყოფნა წარმოუდგენელი და რთულია, თუმცა მეორე ნახევარზე დამოკიდებული არაფრით ვარ. ფინანსურადაც საკუთარი თავის სრულფასოვნად უზრუნველყოფა თავად შემიძლია. უბრალოდ, სიყვარული მიყვარს - ამ გრძნობის განცდა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია..." - თქვა ეკა ბალანჩივაძემ.

წყარო: "გზა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×