დახურვა
სტილი
11.04.2022

„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, ცნობილი დოჩის როლის შემსრულებელი ნანუკა გულუა ცოტა ხნის წინ გაბედნიერდა. ის და კახაბერ კაშია უკვე პირველ შვილს ელოდებიან. დედის ამპლუისთვის მზადებაზე მან მეუღლესთან ერთად ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა.

როგორც მსახიობის მეორე ნახევარი ამბობს, ბავშვისთვის სახელი უკვე მოფიქრებული აქვთ, თუ ბიჭი იქნება, ირაკლის დაარქმევენ, გოგონას კი ნინო შეურჩიეს. კახაბერ კაშია აღნიშნავს, რომ მზრუნველი მამა იქნება.

როგორი ფეხმძიმეა ნანუკა?

კახა კაშია: 

ყველაფერი უპრობლემოდ მიდის, მაგრამ ძალიან გულჩვილი გახდა, ყველაფერზე ეტირება. თან, სამწუხაროდ, ახლა ძალიან ცუდი ამბები ხდება და ეს ძალიან მოქმედებს. პრეტენზიული არ არის. განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს. ხანდახან რაღაცაზე მეტყვის, მინდაო, მაგრამ მეორე წუთს თვითონაც აღარ ახსოვს. ცოტა ხანი სხვა თემაზე ვლაპარაკობთ და ავიწყდება, მეც მეზარება ხოლმე სადღაც წასვლა და იმ რაღაცის ძებნა (იცინის).

ფეხმძიმე მეუღლეს თუ ანერბივრებ სიურპრიზებით?

ნანუკა გულუა: 

ეს ფეიერვერკი ბიჭია. უფლებას არ მაძლევს, რომ ვაქო, თორემ დავდგები და დღე და ღამე მარტო ამაზე ვისაუბრებ. სიურპრიზია დაბადებიდან. ყოველ წამს მარწმუნებს, რომ სასწაულად კარგი ადამიანი ვარ. ეს შეგრძნება ძალიან მჭირდებოდა. თუ ძალიან კარგი ადამიანი არ ხარ, ასეთი ადამიანი არ შეგხვდება, გამორიცხულია. მართლა არ არსებობ ს სურვილი და ოცნება, რომელსაც ერთად არ მივაღწევთ“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×