დახურვა
სტილი
11.04.2022

ნუცა ბუზალაძე ახლახან დუბაიში გადავიდა საცხოვრებლად. მან იქ ბინა იქირავა და საკუთარი გემოვნებით მოაწყო. ნუცა დუბაის თეატრის სცენაზე ბენდის წევრებთან ერთად მუშაობს და საღამოებს მართავს, რომლებსაც ცნობილი ადამიანებიც ხშირად ესწრებიან. მომღერლის კონცერტებს დაესწნენ ჰოლივუდის ვარსკვლავი სტივენ სიგალი და „ჯიფსი ქინგსის“ წევრები და აღფრთოვანება გამოხატეს ქართველი შემსრულებლის ვოკალური მონაცემების გამო.

ნუცა თაყვანისმცემლებს ხშირად უზიარებს ფოტოებს, რომლებიც დუბაიში აქვს გადაღებული.

ამჯერად მან სოცქსელში გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო, სადაც საცურაო კოსტიუმში არაჩვეულებრივად გამოიყურება. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, როგორ ნებივრობს აუზში მომღერალი კოქტეილითა და პიცის ნაჭრის ხელში.

Aura Skypool Dubai არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალსართულიანი შენობა დუბაიში, რომლის სახურავზეც აუზია გაკეთებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×