დახურვა
სტილი
11.04.2022

ნინი ქარსელაძე დღეს იუბილარია. სოციალურ ქსელში მას უამრავმა ადამიანმა მიულოცა დაბადების დღე, რასაკვირველია, პირველ რიგში, ოჯახის წევრებმა და საყვარელმა დედამ, ხათუნა ჟორდანიამ, რომლის გამოჯანმრთელების საქმეში ნინიმ თავისი დიდი წვლილი შეიტანა.

ნინის დილიდან ულოცავენ კოლეგებიც, მათ შორის, „ქუჩის ბიჭები“ – ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ნინის ფოტო და მილოცვა, სადაც აღნიშნულია: „გილოცავთ ნინი, ბედნიერებას და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ! ძალიან გვიყვარხარ…“

პოპულარულმა მომღერალმა სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, სადაც სრულიად თეთრ სამოსშია გამოწყობილი და ბუშტებითაა გარემოცული. ნინის დაბადების დღევ მეგობრებმა ტორტით მიულოცეს.

მოგეხსენებათ, რომ მომღერალი დაქორწინებულია. ის საყვარელ მეორე ნახევართან, ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს სოციალურ ქსელში, სადაც საყვარელ მამაკაცთან  არის ჩახუტებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×