დახურვა
სტილი
25.05.2022

მომღერალი და ტელეწამყვანი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თათა ასევე გიორგი გაბუნიას გადაცემაშიც მღერის და ხშირად ადარებენ მის მეწყვილეს, ბაბი კირკიტაძეს.

"სიცრუის დეტექტორში" დასმულ შეკითხვაზე, სწყინს თუ არა თათას, როდესაც მის სილამაზეს ბაბის ადარებენ, თათამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მსგავსი დამოკიდებულება არ აქვს:

„ბუნებრივია, როდესაც ორი კარგად შესახედი გოგონა დგას სცენაზე, გვერდს ვერ აუვლი შედარებებს. ზოგჯერ არის, რომ შედარება გადადის ცოტა არაკორექტულ და არაეთიკურ ფორმებში. არის ხოლმე ასეთი შემთხვევები, მაგრამ როდესაც ამ სფეროში 

მოვდიოდით, ჩვენ ეს ვიცოდით და მე და ბაბის გვისაუბრია კიდეც, რომ როდესაც ჩვენ ერთმანეთს აღარ შეგვადარებენ, ალბათ, იქნება დღე, როდესაც ჩვენი კარიერა დაბლა და დაბლა წავა“, - განმარტა თათამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×