დახურვა
სტილი
26.05.2022

ნანუკა გულუა ფეხმძიმედაა. მსახიობი და მისი მეუღლე პირველ შვილს ელოდებიან.

ნანუკა ჟურნალ „გზასთან“ გემოვნების თემაზე დასმულ კითხვებს პასუხობს პლასტიკური ოპერაციების შესახებ და აღნიშნავს:

„მე თვითონ არაფერი მაქვს გაკეთებული, მაგრამ სიამოვნებით გავიკეთებდი წვივების გამოჭრა-გამოგლეჯას, მაგრამ ჯერჯერობით ამ სახის პლასტიკური ოპერაცია არ კეთდება. მთელი ცხოვრებაა ვდიეტობ და იმ შედეგამდე ვერ მივედი, თხელ წვივებზე რომ დაქიქინობენ, ასეთი გოგო ვერ გავხდი… ყველა მეუბნებოდა, რას იგონებ, რაში გჭირდებაო?! – მაგრამ სწორედ მაგას ვამბობ: შენ რომ გგონია, გასაკეთებელი გაქვს და ცვლილება გაგაბედნიერებს, აუცილებლად უნდა გაიკეთო. ახლა ერთ-ერთმა არაჩვეულებრივმა ქართველმა სპეციალისტმა დამაიმედა, გავაკეთებო… როცა პატარას გავაჩენ, მერე ალბათ საუკუნე დამჭირდება, ფორმაში რომ ჩავდგე და სასურველ შედეგს მივაღწიო, შემდეგ კი ნანატრ პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×