დახურვა
სტილი
07.06.2022

„ღამის შოუს ბენდის“ წევრი და „პოსტივის“ დილის გადაცემის მომხიბვლელი წამყვანი ბაბი კირკიტაძე ახლახან მაყურებელს ახალი ვარცხნილობით გამოეცხადა, რომელშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება.

ბაბი იხსენებს გადაცემას, როცა მიხეილ ცაგარელი ჰყავდა მოყვანილი:

"გარეგნულად ლომი ხარო. თან, იმ დღეს ვარცხნილობის გამო ფაფარაყრილი ლომივით ვიყავი. შინაგანად მაინც კირჩხიბი ხარო, ასე მითხრა.  ეთერამდე შემხვდა, შემომხედა და მითხრა, ერთი-ორი წელი არ გინდა არაფერიო. დავინტერესდი, რატომ-მეთქი და მიპასუხა, ახლა იფურჩქნები შენ, ამიტომ ჯერ დაიცადეო. პირად რუკაშიც ასე აღმოჩნდა, რომ 29-30 წლის შემდეგ გავთხოვდები. ასე რომ, ორ წელიწადში დაიწყე ფიქრი ამ თემაზე, ჯერ არ გინდაო", - თქვა წამყვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×