დახურვა
სტილი
13.06.2022

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ქრისტინე ქალთევზაშვილის როლის შემსრულებელი მსახიობი, ანა ჯავახიშვილი გათხოვდა. მისი რჩეული დემეტრე ხოფერიაა.

მსახიობმა „ინსტაგრამის“ ანგარიშზე გლამურული ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოების ავტორი ლევან მენთეშაშვილია.

პატარძალი მოკლე საქორწილო კაბაში შესანიშნავად გამოიყურება.

ქორწილი ერთ-ერთ შატოში შედგა, თუმცა ფოტოსესია წყვილმა არც მეტი, არც ნაკლები, „მაკდონალდსის“ ერთ-ერთ ფილიალში გადაიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×